უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 სექტემბერი, 2017 14:25
font-size

ლაშა თორდიასთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერის გავრცელებაში შესაძლოა, შსს-ს უკანონო ქმედება იკვეთებოდეს - არასამთავრობო ორგანიზაციები

ლაშა თორდიასთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერის გავრცელებაში შესაძლოა, შსს-ს უკანონო ქმედება იკვეთებოდეს - ნათქვამია 8 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:

,,2017 წლის 7 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „პ.ა.მ. კლუბი“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ინსპექტორის მიერ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიამ კლუბში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები მესამე პირს გადასცა მხოლოდ ერთხელ. კერძოდ, 2016 წლის 27 დეკემბერს ვიდეოჩანაწერები გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველის კანონის დარღვევით. ინსპექტორის ასეთი დასკვნა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საბოლოოდ ჩანაწერი კერძო პირის ხელში სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოხვდა, რაც დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს არ ყოფილა პირის მაკომპრომეტირებელი მასალის გასაჯაროების პირველი შემთხვევა. სამწუხაროდ, მსგავსი ეჭვები წარსულშიც არაერთხელ გაჩენილა, რაც შესაძლოა, სამართალდამცავი სისტემის მუშაობის მანკიერ მეთოდებზე მიუთითებდეს.

როგორც ცნობილია, 2017 წლის 12 მაისს მაშინ მოქმედ გენერალური აუდიტორს თავს დაესხნენ. ლაშა თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, დაცვის წევრებთან ერთად, ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, თუმცა, საქმეზე გამოძიების საბოლოო შედეგი მომხდარიდან 4 თვის შემდეგაც უცნობია.

გენერალურ აუდიტორზე თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, სოციალური ქსელის მეშვეობით, საეჭვოდ გავრცელდა ლაშა თორდიას მაკომპრომენტირებელი ვიდეო მასალა, სადაც, სავარაუდოდ, 2016 წლის 24 დეკემბერს კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტია ასახული. როგორც გაირკვა, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში 2016 წლის 24 დეკემბრიდან მიმდინარეობდა. ვიდეოჩანაწერის გავრცელებამ მაშინვე გააჩინა კითხვებიიმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდა გამოძიების ხელთ არსებული ვიდეო მასალის გასაჯაროება. დამატებით ეჭვებს აჩენდა ოთარ ფარცხალაძის მიერ 14 მაისს გაკეთებული განცხადება, სადაც ის ლაშა თორდიას „შეუფერებელ“ ქცევაზე მიუთითებდა. ფარცხალაძის განცხადებამ გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან წინასწარ იცოდა ვიდეო მასალის არსებობის შესახებ.

ყოველივე აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ:

პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვების და გავრცელების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით;

შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროოს რა ეტაპზეა ლაშა თორდიაზე თავდასხმის და „პ.ა.მ. კლუბში“ მომხდარი ინციდენტის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებები;

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, საგამოძიებო კომისიის მეშვეობით შეისწავლოს გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტი, განსაკუთრებით მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობის ფონზე.“

განცხადებას ხელს აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

მედიის განვითარების ფონდი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი