უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

7 სექტემბერი, 2017 16:25
font-size

ლაშა თორდიას საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „პამ კლუბი“ სამართალდამრღვევად ცნო - ადამიანის უფლებათა ცენტრი

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის შედეგად, ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას საქმეზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა კაფე „პამ კლუბი“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.

ინფორმაციას ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.

ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. ორგანიზაციის იურისტები ახორციელებენ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოქმედებებს.

,,2017 წლის 23 მაისს Facebook-ის და შემდგომ სხვადასხვა ვებგვერდების მეშვეობით თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე „პამ კლუბში“ განხორციელებული ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების თაობაზე მედიით გავრცელებული ინფორმაციისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადების საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაიწყო შპს „პ.ა.მ.“-ის მიერ ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიამ ვიდეოჩანაწერები მესამე პირს გადასცა მხოლოდ ერთხელ - 2016 წლის 27 დეკემბერს. ვიდეოჩანაწერები გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „პერონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველის კანონის დარღვევით. შესაბამისად, შპს „პ.ა.მ“-ი ცნობილ იქნა ამავე კანონის 43-ე მუხლით (მონაცემთა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე დამუშავება) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. სამართალდარღვევა ითვალისწინებს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ადამიანის უფლებათა ცენტრს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული ვიდეო შემდგომში კერძო პირის ხელში მოხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რადგან ვიდეო „პ.ა.მ.“-მის მიერ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იყო გადაცემული. ამადვროულად, გამოძიება კანონდარღვევით მოპოვებულ ვიდეოს ვერ გამოიყენებდა მტკიცებულებად და სავარაუდოდ, დაიგეგმა ვიდეო მტკიცებულების გავრცელება სოციალურ ქსელში, რათა ამის შემდგომ დართვოდა საქმეს მტკიცებულების სახით.

ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.

ორგანიზაციის იურისტები ახორციელებენ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოქმედებებს. ცენტრმა არაერთხელ გამოხატა შეშფოთება კონსტიტუციური სტატუსის მქონე პირის - გენერალური აუდიტორის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტის მიჩქმალვის მცდელობით, რაც იკვეთება საგამოძიებო ორგანოების განცხადებებიდან და თანმდევი მოვლენებიდან,“ - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი