უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 ივნისი, 2017 12:15
font-size

ლაშა თორდია პარლამენტის წინაშე 2016 წლის ანგარიშით წარსდგება

პარლამენტში დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავმჯდომარე, 2016 წლის ანგარიშს წარადგენს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, ოპოზიციას კითხვები დაუსაბუთებელ პრემიებთან, დანამატებთან დაკავშირებით ექნებათ.

მისივე თქმით, დაინტერესდებიან, კმაყოფილია თუ არა ლაშა თორდია მის ცემასთან დაკავშირებული გამოძიებით.

„ბევრ მუნიციპალიტეტში თუ სახელმწიფო უწყებაში გამოიკვეთა თუ როგორ იფლანგება თანხები დაუსაბუთებლად პრემიებზე, დანამატებზე. თუ როგორ ხდება შესყიდვების კანონმდებლობის იმგვარად დარღვევა, რომ იფლანგება ასეულობით მილიონი ლარი ბიუჯეტიდან. ამასთან, საინტერესოა ბატონ თორდიას მოსაზრებები ფარცხალაძესთან დაკავშირებით. რამდენად კმაყოფილია ის გამოძიების ძალიან ნელი ტემპით“, - აღნიშნა აბესაძემ.

„ქართული ოცნების“ წევრის, ნუკრი ქანთარიას თქმით კი, საგამოძიებო სტრუქტურები ყველა დანაშაულზე რეაგირებას მაშინვე ახდენენ, ძალიან ბევრი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში.

მისი თქმით, ოპოზიციას ერთადერთი გზა რჩება, რომ ყველაფერი მუქ ფერებში წარმოაჩინოს.

„თუკი რამე ხდება, ის მაშინვე არის ხოლმე გამოძიებული და ძალიან ბევრი მიეცა პასუხისგებაში. აქ ერთადერთი გზა რჩებათ, ყველაფრის გამუქება, გადამეტება და ამ ფონზე როგორღაც წარმოჩენა. ეს არის მათი ერთადერთი ამოცანა, იმიტიმ რომ იციან, რომ თვითმმართევლობის არჩევნებში ვერ გაიმარჯვებვენ“,-აღნიშნა ქანთარიამ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი