სამართალი
ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მასზე თავდასხმას აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა, ლაშა თორდიამ 12 მაისს ღამის კლუბ ელ ცენტროში მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალები გაიხსენა. ის მომხდარში ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძეს და მის თანმხლებ პირებს ადანაშაულებს.
„შეხვედრისთანავე ოთარ ფარცხალაძემ აგრესიულად მომმართა, თუ რატომ ვაგროვებდი მის წინააღმდეგ კომპრომატებს, რას ვაპირებდი ვადის გასვლის შემდეგ, როგორ ვაპირებდი ცხოვრებას, რაზეც მივუგე, რომ ეს მისი საქმე არ იყო და საერთოდ რატომ მელაპარაკებოდა ამ ტონალობით და ფორმით, რაზეც მისი თანმხლები პირი ძალიან აღელდა და უფრო მეტი აგრესიულობით მომმართა, როგორ ვუბედავდი საუბარს. ერთ-ერთმა მესამემ პირმა, მგონი, მარჯვენა მხრიდან დამარტყა პირველმა, ეს გადაიზარდა მასიურ ჩხუბში, ეს 5-6 ადამიანი მირტყამდა ყველა მხრიდან,“ - განაცხადა ლაშა თორდიამ.
მისივე თქმით, მასზე თავდასხმა მოხდა ელ ცენტროს შენობის შესასვლელის მიმდებარე ადგილას. მისი განცხადებით, ადგილზე ბევრი თვითმხილველი იყო.
ლაშა თორდია მასზე განხორციელებულ თავდასხმას მის საქმიანობას უკავშირებს. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, აუდიტის სამსახური მუშაობს ყოფილი მთავარი პროკურორის კუთვნილი სამშენებლო კომპანიისთვის თბილისის მერიიდან მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებით და ფარცხალაძისთვის აუქციონის გზით მიწის გადაცემაზე, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის სპეციალური პირობების შექმნაზე.
ლაშა თორდიამ მერიისა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობაზე ისაუბრა. თორდიას თქმით, ამ ეტაზე ეს იყო ნეპოტიზმი და ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი ისმევა.
„ეს დასკვნა გახდება საჯარო. შეუძლებელია, ამ დასკვნაში რაიმე მნიშვნელოვანი შეიცვალოს. ამ ფირმას, რომლის მფლობელია ფარცხალაძე, რბილად რომ ვთქვათ, კარგი პირობები აქვს, რომელიც სხვა კომპანიებს არ გააჩნიათ,“ - განაცხადა ლაშა თორდიამ.
მისივე თქმით, ეს იყო წმინდა სამსახურებრივი სამუშაოსთან დაკავშირებული პრეცენდენტი.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


