სამართალი
ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს მოუწოდებს, ორივემ ჩაიტაროს ნარკოლოგიური შემოწმება
აუდიტის სამსახურის უფროსი, ლაშა თორდია ყოფილ მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს, რომელშიც ფარცხალაძე თორდიაზე წერს, რომ "კონფლიქტის ინიციატორი გახლდათ თავად ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია."
ლაშა თორდია მოუწოდებს ოთარ ფარცხალაძეს, ორივემ ჩაიტაროს ნარკოლოგიური შემოწმება და დადგინდეს "ვინ რისი თრობის ქვეშ იყო პარასკევს". ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორიმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.
"2-დღიანი ფიქრის შემდგომ ბატონმა ოთარმა დაისახა სტრატეგია, რომ გამომაცხადოს პათოლოგად, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. საზოგადოებას ჩემი სიმთვრალით შეწუხებული თუ არის, შეუძლია თქვას. გასაგებია ამ ადამიანის პოზიცია, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი უარვყოთ, ჩავიტაროთ ნარკოლოგიური გამოკვლევა და დავადგინოთ, ვინ რისი თრობის ქვეშ იყო პარასკევს. მე თუ პათოლოგი ვარ საზოგადოებისთვის ცნობილი, ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია, თუ რისკენ აქვს მიდრეკილება ბატონ ოთარს, ეს არის ნარკოტიკები და მისი სახის გამომეტყველებას ელ ცენტროში ადასტურებდა ამ ფაქტს", - განაცხადა ლაშა თორდიამ.
მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძეს მილიონობით ქონება თბილისის მერიის დამსახურებით აქვს. ლაშა თორდიას აზრით, პროკურატურა ფარცხალაძესთან ათანხმებს გზას, თუ როგორ გამოიყვანონ ის ამ მდგომარეობიდან.
"კონსულტაციაში არიან ერთმანეთთან, თუ როგორ შეიძლება, რომ ამ საქმიდან გამოძვრნენ, ამას უკვე ვატყობ, პირველი ნიშანი არის სწორედ ეს განცხადება", - განაცხადა ლაშა თორდიამ.
ის დარწმუნებულია, რომ ამ დღეებში პროკურატურა მცირე ინციდენტის ვიდეომასალას გამოაქვეყნებს, რომელიც მას ერთი წლის წინ გადახდა და ამაზე დაფუძნებით განაგრძობენ მტკიცებას, რომ ლაშა თორდია პათოლოგი ლოთია. ის ამ მასალის გამოქვეყნების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ითხოვს, რომ 12 მაისს, მასზე მომხდარი თავდასხმის ვიდეოც გამოაქვეყნონ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ ელ ცენტროში, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.
ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


