სამართალი
ლაშა თორდია მოწმეებს ღიად ემუქრება - ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები
ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები, მთავარ აუდოტორს ლაშა თორდიას, კაფე-ბარ „ელ-ცენტროში“ მყოფ მოწმეების მუქარაში ადანაშაულებენ.
როგორც პრესკონფერენციაზე ფარცხალაძის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა განაცხადა, ინფორმაციის მოგროვების პროცესში, მათ არაერთმა ნეიტრალურმა პირმა, რომელიც ინციდენტის საღამოს ბარში იმყოფებოდა, გამოკითხვაზე უარი განუცხადა.
„ინფორმაციის შეგროვების დროს უკვე არაერთმა ნეიტრალურმა პირმა, რომელიც სტუმრობდა მოცემულ კაფე-ბარს და იყო თვითმხილველი მომხდარისა, გამოკითხვაზე უარი განაცხადა. მათი მხრიდან აპელირება გაკეთდა ლაშა თორდიას სატელევიზიო განცხადებაზე, სადაც ეს უკანასკნელი, ცინიზმით მოისხენიებს საკუთარ თანამოქალაქეებს, „ვითომ მოწმეებს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მათ აუცილებლად მოსთხოვს პასუხს. ბატონი თორდიას მუქარები ამით არ დასრულებულა, ის უკვე საჯაროდ არის გადასული ადვოკატისა და ბატონ ოთარ ფარცხალაძის ირიბ მუქარაზე“,-აღნიშნა ადვოკატმა.
ფარცხალაძის კიდევ ერთმა უფლედამცველმა გაგი მოსიაშვილმა კაფე-ბარ „ელ-ცენტროს“ ადმინისტრაციას მიმართავს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაასაჯაროვოს მათ ხელთ არსებული ვიდეოჩანაწერი.
„ჩვენ ვთხოვთ, თქვენი მეშვეობით, თქვენი დახმარებით, მოვუწოდებთ შესაბამისი კაფე-ბარის, თუ რესტორნის ადმინისტრაციას, რომ იქნებ დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნა განცხადების სახით, რომელიც მიმართული გვაქვს და ამ ვიდეო ჩანაწერის გასაჯაროება მოხდეს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამოდმინარე“,-აღნიშნა მოსიაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


