საზოგადოება
ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ - დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, აცხადებს, რომ ქუჩაში თავს ნიღბიანები დაესხნენ.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაბიტაშვილი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც სახეზე დაზიანებები აღენიშნება. გაბიტაშვილი აცხადებს, რომ მას მაშინ, როცა გარეთ ძაღლს ასეირნებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ჩამოვედი, ბრუნო ჩამოვიყვანე და თავს დამესხა სამი ნიღბიანი. კამერებთან. ვერავი შეაშინებთ. დრო არის, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს. ვერავის ვერ შეაშინებთ, ვერავის საერთოდ. დროა ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და ის ხალხი გამოუშვან ვინც ციხეშია. მცემენ, მიმარტყამენ, მომარტყამენ არაფრის არ მეშინია. ჩვენ აქ ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ და ეგ ხალხი გაიქცევიან. მაგრა მოაწყეთ, დილის 9 საათზე ძაღლს რომ ვასეირნებ და უნდა მომვარდე და მცემთ, ძაან სასაცილოა. არ ვიცი ვინ იყვნენ, უცებ სამი კაცი მომვარდა ნიღბებით. მაღაზიაში შევედი და მერე წავიდნენ...ახლა პოლიციას გამოვიძახებ , ამ ყველაფერს აღვწერთ და მივყვები თავის გზაზე, როგორც საჭიროა. აი, ეგეთი ხალხია. გაუსწორეს, ახლა "აჩოტს" მისცემენ, რომ ვცემეთო, ჩვენ ჩვენი გავასწორეთო იქო [აბუ დაბიში] რაც ქნაო. სასაცილოა, რომ იმის შემდეგ სამი კაცი უნდა მომვარდეს და დამარტყას. იქ არ იყვნენ თუ რამე უნდოდათ? " - ამბობს ვიდეომიმართვაშო გაბიტაშვილი.
https://www.facebook.com/lasha.gabitashvili/videos/1204350785023448/?ref=embed_video&t=5
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


