უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 დეკემბერი, 2018 17:45
font-size

ლაშა დარსალიამ ჟენევაში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მისი მძიმე შედეგები განიხილა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ბრიფინგი გამართა ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის.

მინისტრის მოადგილემ ჟენევაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ უკანონო პროცესებზე; რუსეთსა და საქართველოს შორის ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს შუამავლობითა და აშშ-ის მონაწილეობით მიმდინარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე.

ლაშა დარსალიამ ვრცლად განიხილა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის პოლიტიკის მძიმე შედეგები. ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებსა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციაზე. ისაუბრა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე და ხაზი გაესვა ამ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროებას.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ადგილზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა ნათლად მიუთითებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას.

ლაშა დარსალიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. მან ხაზი გაუსვა დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე არსებითი შედეგების მიღწევის მნიშვნელობას, როგორიცაა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

მინისტრის მოადგილემ უცხოელ დიპლომატებს გააცნო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები. მან ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური და ქმედითი ჩართულობის აუცილებლობას, რათა შესაძლებელი გახდეს მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევა ადგილზე.

შეხვედრაზე განცხადებები გააკეთეს სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებმა. მათ ერთსულოვნად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერა. ჟენევაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მთავრობის პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი