პოლიტიკა
ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების რიგით მე-6 სამიტში (International Religious Freedom Summit 2026) მიიღო მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს (National Prayer Breakfast) დაესწრო. აღნიშნულ ღონისძიებებს ასევე დაესწრო აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„სამიტი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ინიციატივას წარმოადგენს და მისი მიზანია მსოფლიოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მიმართულებით არსებული გამოწვევების განხილვა და აღნიშნული თავისუფლებების განმტკიცებისათვის საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება.
მინისტრის მოადგილემ, სამიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართა რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ის კომისიის (USCIRF) თავმჯდომარესთან, ვიკი ჰარცლერთან. შეხვედრის დროს ლაშა დარსალიამ ვიკი ჰარცლერს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის რელიგიის თავისუფლებისა და ქართულ ენაზე საეკლესიო მსახურების შეზღუდვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ღონისძიების ფარგლებში ასევე შედგა შეხვედრა რელიგიური თავისუფლების სამიტის თანათავმჯდომარესთან, სემ ბრაუნბეკთან.
ეროვნული ლოცვის საუზმე 1953 წლიდან იღებს სათავეს და ამერიკის კონგრესის ხელმძღვანელობით სხვადასხვა მრწამსისა და აღმსარებლობის ადამიანს უყრის თავს. ტრადიციისამებრ, ღონისძიებას შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. აშშ-ის პრეზიდენტმა, მისი ადმინისტრაციის სხვა პრიორიტეტებთან ერთად, აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თეთრი სახლისთვის რწმენისა და რელიგიური თავისუფლების ფასეულობები და მათი დაცვა.
ღონისძიებების მონაწილეებს შორის იყვნენ, როგორც სასულიერო ლიდერები, ამერიკის ფედერალური მთავრობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლები. ამასთან, ღონისძიებას ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციების წარმომადგენლები და ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


