სამართალი
ლაშა ჩხარტიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ფეისბუქზე გაკეთებული კომენტარის გამო
"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერს, ლაშა ჩხარტიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ფეისბუქზე გაკეთებული კომენტარის გამო. ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
გადაწყვეტილება 26 თებერვალს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.
ჩხარტიშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს ნეტგაზეთის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებილ სტატიის ქვეშ დაწერილი კომენტარის გამო. სტატია ეხებოდა 4 თებერვალს ტროტუარზე დგომის საბაბით სამართალდამრღვევად ცნობილ ადამიანებს.
სტატიის სათაურში გამოტანილი იყო მოსამართლის ფრაზა "აუცილებლად ტროტუარი უნდა იყოს შეკრების ადგილი?“. სტატიის ქვეშ ლაშა ჩხარტიშვილის ფეისბუქ-ექაუნთიდან არის დაწერილი კომენტარი: "აბა, მაინცდამაინც მისნაირი ნაბიჭვრების გასვენებაში?".
ოფიციალურად სწორედ ამ კომენტარის გამო ჩხარტიშვილი მოსამართლე დავით მაკარაძის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.
თუმცა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ მის მისი სამართალდარღევად ცნობა უკავშირდება ბიძინა ივანიშვილისადმი მიძღვნილ პერფორმანსს. 18 თებერვალს, "ქართული ოცნების" დამფუძნებელს 70 წლის იუბილე ჩხარტიშვილმა "შავი მიწის ტორტით" მოულოცა .
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


