სამართალი
„ლანცეტის“ ექიმები ლიცენზირებულები იყვნენ, უბრალოდ ეს ლიცენზია ჰქონდათ რაღაცა ვადით - ადვოკატი
კლინიკა „ლანცეტის“ ყოფილი დირექტორის, ფარმან ჯეირან ლის, ადვოკატის გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, ბრალდებული სასამართლოსგან გირაოს შეფარდებას ითხოვს.
ამის შესახებ ნიკოლეიშვილმა მედიას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც ფარმან ჯეირან ლისთვის აღკვეთის ღონისძებაზე მიდის მსჯელობა.
ნიკოლეიშვილის განმარტებით, „ლანცეტთან“ დაკავშირებული გამოძიება უკვე წელიწადია მიმდინარეობს, შესაბამისად, ბრალდებული არც ეხლა გაექცევა გამოძიებას და ითანამშრომლებს მასთან.
„ჩვენი პოზიცია არის, რომ მოვითხოვთ გირაოს შეფარდება. ამ პოზიციას ჩვენ დავასაბუთებთ სასამართლოზე. წელიწადზე მეტია გრძელდება ეს გამოძიება, ეს ადამიანი არსად არ გაქცეულა, არავის არ დამალვია და ამის შემდეგაც, რა თქმა უნდა, ითანამშრომლებს გამოძიებასთან“,-განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება სადაო საკითხს, რომ „ლანცეტის“ ექიმები არალიცენზირებულები იყვნენ, ნიკოლეიშვილი განმარტავს, აღნიშნულ ექიმებს ლიცენზია გარკვეული ვადით გააჩნდათ და უბრალოდ, ოპერაციის მომენტისთვის ვადა ჰქონდათ გასული.
„ისინი ლიცენზირებული ექიმები იყვნენ, უბრალოდ ეს ლიცენზია ჰქონდათ რაღაცა ვადით და მერე უკვე ეს ვადა რომ გაუვიდათ ახალ ლიცენზიას ელოდებოდნენ. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ამ ავადმყოფების მიყვანა,“- განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.
ორი დღის წინ დაკავებული, კლინიკა“ლანცეტის“ დირექტორის ფარმან ჯეირან ლის აღკვეთის ღონისძიების შესახებ, დღეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გახდება ცნობილი.
მას, 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საუბარია 2016 წელს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ, ორი პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილების ოჯახის წევრებმა გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს. ისინი კლინიკის ხელმძღვანელობას თაღლითური სქემის განხორციელებაში ადანაშულებენ.
მათი მტკიცებით, ოპერაცია ჩაატარა არალიცენზირებულმა ექიმებმა, შესაბამისად მათ ჩაიდინეს თაღლითობა, რადგან პაციენტების ოჯახის წვერებს 40-40 ათასი დოლარის გადახდა მოუწიათ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


