პოლიტიკა
ლამაზი სიტყვებითა და სწორი ფორმულირებებით საუბარს, არავითარი აზრი არ აქვს, თუ მას კონკრეტული შედეგი არ მოჰყვება - გიორგი ბარამიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, საქართველო მძიმე მდგომარეობაშია თავდაცვისუნარიანობის კუთხით. მისი შეფასებით, ქვეყანამ საგარეო ასპარეზზე შედეგებს ვერ აღწევს.
„რაც შეეხება იმ საკითხებს, რომელიც აქ არის განხილული, მათ შორის საქართველოს თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ისწავლა მეტ-ნაკლებად საგარეო მესიჯების თვალსაზრისით საუბარი და აქ, ალბათ, ძალიან ბევრი კრიტიკა არც ღირს. თუმცა, ჩვენ, როგორც ოპოზიციას, „ნაციონალურ მოძრაობას“, გვაღელვებს რეალური შედეგი ამ საუბრების, თუმცა ეს საუბრები არ ხდება იქ, სადაც უფრო მნიშვნელოვანია, რომელსაც ის შედეგი უნდა მოჰქონდეს, რასაც ჰქვია რეალურად ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და ამ თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. მეორე მხრივ, საგარეო ასპარეზზე, საქართველოს პრაქტიკულად დაკარგული აქვს პოზიციები იმ თვალსაზრისით, რომ შედეგი არ გვაქვს. ანუ საუბრობენ უკრაინის ოკუპაციაზე და საქართველოს ოკუპაციაზე საუბარი არ არის. ასეთ შეხვედრებზე, ლამაზი სიტყვებითა და სწორი ფორმულირებებით საუბარს, არავითარი აზრი არ აქვს, თუ მას კონკრეტული შედეგი არ მოჰყვება“, - განაცხადა ბარამიძემ.
ენმ-ის წევრის თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ჩატარება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, გუშინ დაიწყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელიც 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


