პოლიტიკა
ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმე დღემდე გამოუძიებელია - სახალხო დამცველი სახელმწიფო სტრუქტურებს გულგრილობაში ადანაშაულებს
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2012 წლის 28-29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაცია დღემდე გამოუძიებელია. განცხადების თანახმად, გარდაცვლილთა ახლობლებს ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, რის გამოც ისინი საქმის მასალებს ვერ ეცნობიან.
ომბუდსმენი უკმაყოფილებას გამოთქვას იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა მისი რეკომენდაცია, შექმნილიყო საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა სახელმწიფო სტრუქტურებს გულგრილობაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ საქმე.
„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2012 წლის 28–29 აგვისტოს, სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაიცვალა არაერთი ადამიანი როგორც შეიარაღებული დაჯგუფების, ისე საქართველოს სამართალდამცავი უწყებების რიგებში. დანაშაული კვლავაც გამოუძიებელია.
2017 წლის 27 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი სოფელ დუისში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ქისტების ოჯახების წევრებს შეხვდა. ასევე მოინახულა ლაფანყურში დაღუპული სპეცრაზმელის არჩილ ჩოხელის დედა. გარდაცვლილთა ახლობლები კვლავ გამოძიების მოლოდინში არიან. ამ დრომდე არცერთი ოჯახი არ არის დაზარალებულად ცნობილი, შესაბამისად ახლობლები ვერ ახერხებენ საქმის მასალების გაცნობას. მათთვის უცნობია როგორც ექსპერტიზის დასკვნა, ისე ექსჰუმაციის შედეგები.
საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და დაზარალებულ პირთა უფლებების ეფექტურად დაცვის მიზნით, ჯერ კიდევ 2013 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა შექმნა საზოგადოებრივი საბჭო, ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტების შესწავლისა და დოკუმენტირების მიზნით.
2014 წელს გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი საბჭოს ანგარიშის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტს, შექმნილიყო საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკვლევდა სოფელ ლაფანყურთან მომხდარ ფაქტს. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი განაცხადა.
ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევები, ძალოვანი სტრუქტურების მიერ შესაძლო დანაშაულები და გამოძიების პროცესში არსებული ხარვეზები დეტალურად იქნა განხილული საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებშიც.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დანაშაულის დროულ და ეფექტურ გამოძიებას. ასევე, სახალხო დამცველი კვლავ გამოხატავს უკმაყოფილებას იმის შესახებ, რომ მისი შეთავაზება – შექმნილიყო დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია, უსაფუძვლოდ და არაგონივრულად, არ იქნა გათვალისწინებული.
მსგავსი დანაშაულების მიმართ სახელმწიფოს სტრუქტურების გულგრილი დამოკიდებულება პირდაპირ მიუთითებს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მცირე კოეფიციენტსა და საზოგადოების მიმართ სახელმწიფო აპარატის ანგარიშვალდებულების დაბალ დონეზე, რაც ერთობლიობაში აზიანებს და სრულიად გამორიცხავს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


