სამართალი
ლადო სადღობელაშვილმა სასამართლო სხდომაზე ლოცვის უფლება ითხოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ქართული მარშის დაკავებული 7 წევრის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
მოსამართლემ დაკავებულების გიორგი ონიანის, ლუკა ნაცვლიშვილის, მიხეილ ამისულაშვილის, ლადო სადღობელაშვილის, ირაკლი დოლენჯაშვილის და ბექა რევაზიშვილის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი უნდა განიხილოს.
სხდომათა დარბაზში ბრალდებულების გამოჩენას ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ დარბაზში შეკრებილები.
ერთ-ერთმა დაკავებულმა- ლადო სადღობელაშვილმა ორჯერ მიმართა მოსამართლეს ლოცვის წარმოთქმის თხოვნით. მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ორივე თხოვნას უარით უპასუხა და დაკავებულს შეახსენა, რომ სასამართლო დარბაზში იმყოფება.
შეგახსენებთ - "რუსთავი 2"-თან პოლიციამ "ქართული მარშის" წევრები ხულიგნობის ბრალდებით 21 მარტს დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ რეპლიკას აპროტესტებდნენ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


