სამართალი
ლადო სადღობელაშვილი სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგება
„ქართველთა მარშის“ აქციაზე დაკავებული ლადო სადღობელაშვილი სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგება.
როგორც მისმა ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სადღობელშვილი არის ნაცემი.
„მოვინახულე ლადო სადღობელაშვილი, გავესაუბრე მას. აქვს სისხლ ჩაჟღენთები ნეკნებში უკანა მხრიდან. რომ თქვან სამართალდამცავმა ორგანოებმა, რომ ლადოს სადღობელაშვილმა ეს დაზიანება თვითონ მიიყენა, ნამდვილად არ გამოვა, იმიტომ რომ ის უკან არის. შესაბამისად, თვითდაზიანება გამორიცხულია. თვითონ ამბობს, რომ ცემეს ჯერ დაკავების და მერე მანქანაში, ვიდრე განყოფილებაში არ აიყვანეს“,-აღნიშნა ადვოკატმა.
სადღობელაშვილის მიმართ გამოძიება წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით მიმდინარეობს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


