უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 ივლისი, 2017 14:05
font-size

ლადო ჭანტურიას სტრასბურგში მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ექსპერტ-მრჩეველთა დასკვნის საფუძველზე ლადო ჭანტურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის შესაფერის კანდიდატად მიიჩნია.

„ლადო ჭანტურიას სტრასბურგში მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს და საქართველოს მთავრობამ მივიღეთ შესაბამისი ექსპერტ-მრჩეველთა დასკვნა - ლადო ჭანტურია კონკურსს აგრძელებს. მასთან გასაუბრება და შემდგომი ეტაპებ, სავარაუდოდ, შემოდგომაზე განახლდება. მინდა მივულოცო ლადო ჭანტურიას ეს პირველი ეტაპის წარმატება“, - განაცხადა წულუკიანმა დღევანდელ ბრიფინგზე.

ჭანტურიას გარდა სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებად იყვნენ წარდგენილი სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე. თეა წულუკიანის თქმით, ისინი მოკლე სასამართლო გამოცდილების გამო არ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე.

„ამავე ექსპერტ-მრჩეველთა დასკვნით, კომპეტენციის კარგი მაჩვენებლები აქვთ დანარჩენ ორ კანდიდატს სოფიო ჯაფარიძეს და შოთა გეწაძეს. იმ ახალი წესებისა და მკაცრი მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც სტრასბურგის ორგანოებმა მოსამართლეობის კანდიდატებს 2009 წლიდან დაუწესეს, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ ეს ორი კანდიდატი არის ახალგაზრდა და აქვთ ხანმოკლე სამოსამართლო გამოცდილება აქვს.

თქვენ იცით, რომ შოთა გეწაძე 35 წლის არის. ამის შესახებ პირდაპირ არის მითითებული, რომ დაახლოებით 7-წლიანი სამოსამართლო კარიერა, რაც მას აქვს, არის ხანმოკლე. სოფიო ჯაფარიძის შემთხვევაში, ნათქვამია, რომ მას აქვს, როგორც ექსპერტები ამბობენ, ღირებული გამოცდილება, კარგი ცოდნა ადამიანის უფლებებში სამართალში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მიიჩნიეს, რომ არის 36 წლის და მისი პროფესიული გამოცდილების მასშტაბი, ხანგრძლივობა არის ხანმოკლე“, - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, დანარჩენ ორ კანდიდატთან დაკავშირებით ახალი კონკურსი გამოცხადდება. ქვეყნის შიგნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 25 აგვისტო.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი