პოლიტიკა
ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოში მუშაობას შეუდგა
ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
ფიცის დადების ცერემონიალი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გუშინ გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი, მოსამართლეები და სასამართლოს სამდივნოს წარმომადგენლები.
ჭანტურიამ ამ პოსტზე ნონა წოწორია შეცვალა. სტრასბურგის მოსამართლის მოვალეობას ის 9 წლის ვადით, 2018 წლის 8 იანვრიდან 2027 წლის 8 იანვრამდე შეასრულებს.
სტრასბურგის მოსამართლის პოსტზე ლადო ჭანტურია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 10 ოქტომბერს აირჩია. რეკომენდაცია მას ევროპის საბჭოს ასამბლეის სპეციალურმა კომიტეტმა გაუწია. მის გარდა სტრასბურგის მოსამრთლეობის კანდიდატებად იყვნენ წარდგენილი ლალი ფაფიასვილი და ოთარ სიჭინავა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


