საზოგადოება
ლადო ბოჟაძის მტკიცებით, მოქალაქეები პოლიციელებს ბრმად უნდა ენდონ მაშინაც კი, როდესაც მათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნანი არ გააჩნიათ და სამოქალაქო ფორმაში არიან ჩაცმულები
პარლამენტის წევრი ლადო ბოჟაძე ამტკიცებს, რომ მოქალაქეები პოლიციელებს ბრმად უნდა ენდონ მაშინაც კი, როდესაც მათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნანი არ გააჩნიათ და სამოქალაქო ფორმაში არიან ჩაცმულები.
"ოცნების" დეპუტატი ირწმუნება, რომ ქვეყანა უსაფრთხოა და მოქალაქეების გატაცება არ ხდება.
„უნდა ჰკითხოთ, პოლიციელები არიან თუ არა და გაგცემთ პასუხს. უნდა ენდოთ, იმიტომ, რომ პოლიცია ნდობას იმსახურებს. თუ აღმოჩნდებით გატაცებული, მერე მოითხოვეთ 112-ში დარეკვა. დაგარეკინებენ და გაგათავისუფლებენ. ქვეყანა არის უსაფრთხო და ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეებს არ იტაცებენ. თუ ვინმე აკავებს ვინმეს, ე.ი. ეს არის პოლიცია,“ - ამბობს ლადო ბოჟაძე.
გუშინ ღამით პოლიციამ “ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცა - შემთხვევა თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
სავარაუდოდ, ის აქციიდან ბრუნდებოდა, როცა უცნობმა პირებმა სასტუმრო "რადისონთან" მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.
ფაქტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მოქალაქეები, რომლებიც გატაცების ფაქტს შეესწრნენ, ცდილობდნენ, პოლიციისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა ჯიოშვილის წაყვანა მათ მაინც მოახერხეს.
რამდენიმე საათის განმავლობაში გატაცებული ჯიოშვილის ადგილმდებარეობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ის ზაჰესის იზოლატორში იმყოფებოდა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


