პოლიტიკა
კვიციანმა გომელაურს „ქართული მარშის“ შვიდი წევრის ციხეში ჯდომის ფაქტი შეახსენა
"ქრისტე აღსდგა! მართლმადიდებლებლო მინდა შეგასხენოთ"! - ასე მიესალმა "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი სუს-ის უფროსს ვახტანგ გომელაურს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.
კვიციანმა გომელაურს "ქართული მარშის" დაკავებული წევრები შეახსენა.
"მინდა შეგახსენოთ, რომ შვიდი ადამიანი ზის ციხეში, ქრისტეს დაცვის გულისთვის და იქნებ ჩაერიოთ და სამართლიანობა აღადგინოთ" -განაცხადა კვიციანმა.
რაც შეეხება სხდომის დახურვას, კვიციანის განცხადებით, წინა სხდომისგან განსხვავებით, ის დღეს დახურვის წინააღმდეგი აღარ წავიდა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა.
12 აპრილს „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა წევრმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ „ქართული მარში“ 30 აპრილს შიმშილობას დაიწყებს.
სანდრო ბრეგაძე 19 მარტს, „რუსთავი 2“-თან განვითარებული მოვლენების შედეგად დაკავებული 7 პირის გათავისუფლებას და იმ პოლიტიკური პირების პასუხისმგებლობას მოითხოვს, რომლებმაც მისი თქმით, „მარშის“ წევრების დაკავება დაგეგმეს.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


