პოლიტიკა
კვირიკაშვილის მიერ კარების მოჯახუნება იყო ცუდი სიგნალი სხვებისთვისაც, რომ თურმე მეფე შიშველია - რომან გოცირიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი პროკურატურაში თითქმის 3 კვირის წინ გამოკითხეს, თუმცა ამ ინფორმაციას მალავდნენ. დეპუტატის შეფასებით, დაწყებული გამოძიება ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის თანაგუნდელების წინააღმდეგ ანგარიშსწორებას უკავშირდება
„ისინი დაკითხეს 20 დღის წინ, ამ დროის განმავლობაში ინფორმაცია გარეთ არ გამოსულა. ამას მალავდა პროკურატურა, ვერც ჟურნალისტებმა შეიტყვეს და მოულოდნელად ოფიციალური განცხადება კეთდება პროკურატურის მხრიდან. ანუ არის პირდაპირი დავალება, ან პარტიიდან, ან ივანიშვილისგან, რომ ეს საკითხი ყოფილიყო გამჟღავნებული და მათზე განხორციელებულიყო საზოგადოებრივი თუ სხვა სახის წნეხი.
მთავრი საკითხი აქ არის ის, რომ არავის არ ეპატიება ოდნავადაც კი ურჩობა.
კვირიკაშვილის მიერ კარების მოჯახუნება იყო ცუდი სიგნალი სხვებისთვისაც, თურმე მეფე შიშველია და მეფისთვისაც შესაძლებელია პატარა ალიყურის შემორტყმა, ამიტომ, ეს პროცესი რომ არ გაღრმავდეს, მათ ზომები მიიღეს, ეს არის საჩვენებელი პროცესი, არავის არ დააკავებენ, არასდროს ამ ხელისუფლებაში კორუფცია არ იქნება გამოძიებული, ეს თითის დაქნევაა არა მარტო მათთვის, არამედ სხვებისთვისაც, რომ მეორეჯერ არ გაბედონ დამოუკიდებლობის გამოვლენა“, -თქვა გოცირიძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გუშინ გამოკითხეს. ისინი აღნიშნული უწყებების ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


