პოლიტიკა
კვირიკაშვილის დაპირება ნიშნავს, რომ პრემიერი საკითხში კარგად გარკვეული არ არის - თენგიზ შერგელაშვილი
„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი თვითმართველობების დაფინანსებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც შერგელაშვილმა დრეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თვითმმართველობების დაფინანსება ქვეყანაში ისედაც ბიუჯეტის ზრდის პარალელურად იზრდება.
მერობის კანდიდატის თქმით, ეს თავისთავადი პროცესია და კვირიკაშვილის დაპირება მიუთითებს იმაზე, რომ პრემიერი უბრალოდ საკითხში კარგად გარკვეული არ არის.
შერგელაშვილის განმარტებით, თვითმმართველობების დაფინანსების ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს მუნიციპალიტეტების ფინანსურ დამოუკიდებლობაზე აისახება. ამის მაგალითად, ის გასული 8 წლის განმავლობაში უკვე გაორმაგებულ დაფინანსებას ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტები ფინანსურად დამოუკიდებლები მაინც არ არიან.
„ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლებიდან აქტიურად ვიბრძოლებთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მუნიციპალურ ბიუჯეტებს 5 წელიწადში გააორმაგებს და ასევე გაიზრდება მისი წილი საბიუჯეტო სახსრებში“, - ამბობს თენგიზ შეგელაშვილი.
ცნობისთვის, რაჭაში სტუმრობისას პრემიერმა განაცხადა, რომ თვითმართველობების დაფინანსება მომავალი 10 წლის განმავლობაში გაორმაგდება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


