პოლიტიკა
კვირიკაშვილი ჟენევის ფორმატზე: მინიმუმ, მინისტრის დონეზე, შესაძლოა, უფრო მაღალ დონეზეც გაიმართოს ეს შეხვედრა
ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, იქ შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევის მოხდენა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის კომენტირებისას.
მისი თქმით, კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, თუმცა, აქცენტს ჟენევის ფორმატის სტატუსის შეცვლაზე აკეთებს. მინიმუმ მინისტრის დონეზე, შესაძლოა, უფრო მაღალ დონეზეც გაიმართოს ეს შეხვედრა.
„ვფიქრობ, ჟენევის ფორმატი გამოსაყენებელია მაქსიმალურად. შესაძლებელია, რომ ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით იქ მოხდეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევა. მე ამის მჯერა, ამის რესურსს ვხედავ და ვფიქრობ, იმ წითელი ხაზების დაცვით, რომლებიც საქართველოს გააჩნია და ბუნებრივია, ეს არის ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი სუვერენიტეტი, პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია. უბრალოდ, ამისთვის საჭიროა, მაქსიმალურად გამოყენებული იყოს ის ფორმატები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, ,,მინიმუმ, მინისტრის დონეზე, შესაძლოა, უფრო მაღალ დონეზეც გაიმართოს ეს შეხვედრა.“
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


