უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 თებერვალი, 2026 14:15
font-size

კვერცხზე ფასის 2 თეთრით დაწევა გარღვევას არ ნიშნავს - კვერცხის მწარმოებელი კომპანია „დილას“ დირექტორი

კვერცხზე ფასის 2 თეთრით დაწევა გარღვევას არ ნიშნავს - ეს ის მაჩვენებელი არ არის, რომელიც მოსახლეობას იმის თქმის საშუალებას მისცემს, რომ კვერცხზე ფასი დაიწია, - ამის შესახებ კვერცხის მწარმოებელი კომპანია „დილას“ დირექტორმა გია ლობჟანიძე პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ლობჟანიძემ დროებითი კომისიის სხდომაზე კვერცხის დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

„რა თქმა უნდა, პრობლემები, რაც გვესმის, რეალურად არსებობს. ამ კამპანიის დაწყების დღიდან ჩვენი დარგი ყოველთვის იმაზე ფიქრობდა, რა საქმიანი წინადადებები მოემზადებინა და წამოეყენებინა იმისთვის, რომ გარღვევა ყოფილიყო. კვერცხზე ფასის 2 თეთრით დაწევა გარღვევას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს უბრალოდ ფასის დაწევას. ეს ის მაჩვენებელი არ არის, რომელიც მოსახლეობას იმის თქმის საშუალებას მისცემს, რომ კვერცხზე ფასი დაიწია.

იმ მწირე შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს კომპანიას და ალბათ, დარგს აქვს, შემიძლია ვთქვა შემდეგი: - პირველ რიგში, სამართლიანობის აღდგენა იქნება დღგ-ს საკითხი კვერცხთან და ქათამთან დაკავშირებით. ისტორიული უსამართლობაა - 13 წელია დირექტორი ვარ და შესაბამისად, ამ საკითხს 13 წელია ვაყენებ, რაზეც საკმაოდ არაერთგვაროვანი პასუხები მიგვიღია. მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან იყო საუბარი, რომ აწარმოეთ ბატის კვერცხი და დღგ-დან გაგათავისუფლებთ, ხოლო ქათმის კვერცხს დღგ-დან არ გავათავისუფლებთ, რადგან დღგ შემოდის და ეს სახელმწიფოს სჭირდება.

გასაგებია, სჭირდება სახელმწიფოს, ბიუჯეტიდან პროექტებია დასაფინანსებელი, მაგრამ თუ ჩვენ გარღვევა გვინდა, ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რაც შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ლობჟანიძემ დროებითი კომისიის სხდომაზე.

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა მიმდინარეობს.

დროებითი კომისიის სხდომა ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით იმართება. დღის წესრიგის გათვალისწინებით, ბაზრის სტრუქტურასთან, ფასწარმოქმნის ჯაჭვთან და სექტორის საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი