პოლიტიკა
ყველაზე მეტი რაოდენობის საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში - ცესკო
ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ მედიის წარმომადგენლებს შემაჯამებელ ბრიფიგზე საჩივრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მიქელაძის თქმით საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 204 საჩივარი.
მისი ინოფრმაციით, ყველაზე მეტი რაოდენობის საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში.
,,საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა.
ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა არის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა არის გარკვეული რაოდენობის საჩივრები, რომლებიც ასავე შეეხება პროცედურულ დარღვევებს.
შესაბამისად, ისინი იქნება შესწავლილი და მოხდება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.
ანა მიქელაძემ მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია პროცედურული ხარვეზების შესახებ:
,,1. ჭიათურის ოლქის #45 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ასეთი ფაქტი: გადასატანი ყუთის სიაში ფიქსირებული იყო 16 ამომრჩეველი. წილის ყრით გამოვლენილი კომისიის ორმა წევრმა ყველა ამომრჩეველს მისცა ხმის მიცემის საშუალება, თუმცა ამის შესახებ ხელმოწერები არ ყოფილა დაფიქსირებული სიის შესაბამის გრაფაში. აღნიშნულის გამო დაწერილია საჩივარი.
2. მარნეულის #31 საარჩევნო უბანზე შესულია 3 საჩივარი. ერთ-ერთი შეეხება შემდეგ საკითხს: მდივანი დროულად არ ატარებდა რეგისტრაციაში წარმომადგენლების შესვლასა და გამოსვლას ჩანაწერთა წიგნში. მეორე საჩივარი შეეხება მარკირების პროცედურის დარღვევას, ხოლო მესამე საჩივარი, რომელიც დაიწერა ამომრჩევლებისათვის აგიტაციის მოხდენის გამო, არ არის დადასტურებული.
3. მარნეულის #51 უბანზე ერთი საჩივარი შეეხებოდა გადასატანი ყუთის ლუქის დაზიანებას, თუმცა ეს ხარვეზი დაუყოვნებლივ აღმოიფხვრა.
4. ასევე, მარნეულის #74 უბანზე ამომრჩეველს რეგისტრატორმა არ მოსთხოვა პირადობის მოწმობა და ასევე, ამ საკითხზე დაიწერა საჩივარი.
5. ასევე, მარნეულის 18-ე უბანზე ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა და ასევე ერთ-ერთ ამომრჩეველს ფარანი არ დაანათეს.
ასევე, არ დასტურდება ინფორმაცია ისნის მე-60 უბანზე ბიულეტენების გადამალვის შესახებ და საბურთალოს 86-ე უბანზე არ დაკარგულა ბიულეტენები“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


