სამართალი
ყველაზე მეტად,ახლა მას უნდა გავუფრთხილდეთ - რუსუდან შარაძე
ყოფილი დეპუტატის, გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა საპყრობილე დატოვა.
როგორც პროფესორ გურამ შარაძის რუსუდან შარაძე აცხადებს, ბრალდებულს უფრთხილდება და ციხის კართან მხოლოდ პიარისთვის არ დადგება.
„შეგნებულად ავარიდე თავი დღეს საქართველოში ყოფნას და გიორგი ბარათელის დახვედრას. არც დეტალები ვიცი, რომელ საათზე გამოდის და ა.შ... ვიფიქრე, ცოტა დრო მაინც სჭირდება, რომ ყველასგან და ყველაფრისგან დაისვენოს, მათ შორის, ჩემგანაც. როგორც იცით, ბარათელი და მე, შარშან, სამჯერ შევხვდით ერთმანეთს და ერთად რომ შევკრიბოთ, 8-9 საათი მაინც ვისაუბრეთ. ასე რომ, დღეს, ჩემს ციხის კართან დგომას, შესაძლოა, მხოლოდ, პიარის (უკეთესი სიტყვა ვერ ვიპოვნე) სახე ჰქონოდა, რაც, ჩემი აზრით, ბარათელს სულ არ ესმიამოვნებოდა. არადა ყველაზე მეტად, ახლა მას უნდა გავუფრთხილდეთ", - წერს რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში და აქვე აღნიშნავს, რომ ბარათელის გათავისუფლებით გახარებულია, თუმცა წუხს, რომ „მეტის გაკეთება ვერ შეძლო".
„გიორგი ბარათელი გამოდის ციხიდან. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მიხარია?! ვწუხვარ, რომ აქამდე, მეტი ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ ვპირდები მასაც და მთელ საქართველოს, რომ მხოლოდ, ტყვია გამაჩერებს. არადა, დრო ითხოვეს. ჯანდაბას, მომიგდია სულ ცოტა ხანიც. მერე სად წამიხვალ, კოლმეურნობის თავმჯდომარევ, სად?!"- აცხადებს რუსუდან შარაძე.
ცნობისათვის, გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს, თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. მის მკვლელობის ბრალდებით გიორგი ბარათელს 26-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ბარათელმა თავდაპირველად დანაშაული აღიარა, თუმცა მერე, ჩვენება შეცვალა. შარაძის ოჯახი აცხადებს, რომ პროფესორი წინა ხელისუფლების დავალებით მოკლეს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


