პოლიტიკა
ყველაზე მეტად მეამაყება, რომ ჩვენი მთავრობისთვის უმაღლესი ფასეულობა ყოველთვის იყო ადამიანი - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ყველაზე მეტად ეამაყება ის, მისი მთავრობის უმთავრესი ფასეულობა ადამიანი იყო.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა, ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებამდე ბოლო სხდომაზე განაცხადა.
„რაც ყველაზე მეტად მეამაყება, არის ის, რომ ჩვენი მთავრობისთვის უმთავრესი და უმაღლესი ფასეულობა ყოველთვის იყო ადამიანი და სწორედ ადამიანისკენ იყო მიმართული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ერთად გადავდგით. ადამიანებისკენ იყო მიმართული ჯანდაცვის რეფორმა, რომელმაც საშუალება მისცა ასი ათასობით თანამემამულეს, ემკურნალა უფასოდ. დღეს ჩვენ გვყავს გაჯანმრთელებული მოსახლეობა, რაც არის უდაოდ ძალიან დიდი მიღწევა. ჩვენ ასევე დიდი ყურადღება დავუთმეთ სოციალურად დაუცველებს, დევნილებს, უბრალო ადამიანის გასაჭირი ყოველთვის მიგვქონდა გულთან. ასევე, ძალიან დიდი მიღწევაა ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში აღარავის ეშინია თავისუფალი აზრის გამოთქმა, არის თავისუფალი არჩევანის უფლება. მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სასამართლო ხელისუფლებამ, მედია არის თავისუფალი და ყველაფერი ეს ერთდროულად მართლაც არის ძალიან დიდი პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა და აჩვენა საერთაშორისო თანამეგობრობას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით,პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგების მიხედვით, საქართველოს აქვს წინსვლა, იქნება ეს დემოკრატიის მაჩვენებელი, თუ იქნება ეკონომიკის განვითარების მაჩვენებელი.
„ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ხელმოწერილი იქნა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც სრულიად ახალ პერსპექტივას უხსნის საქართველოს და კერძო სექტორს საქართველოში. ასევე ჩვენ გავხსენით მნიშვნელოვანი სავაჭრო კავშირები აღმოსავლეთთან, რაც ასევე უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრემიერმა..
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


