უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 მარტი, 2025 12:22
font-size

ყველას ვუსვამდი კითხვას, ვინ გასცა კოდორის ხეობიდან ჯარის გამოყვანის ბრძანება, კომისიის დასკვნაში ასახულია, რომ ბრძანება გასცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა - პაატა დავითაია

ყველას ვუსვამდი კითხვას, როგორ მოხდა კოდორის ხეობიდან ჯარის გამოყვანა? ეს იყო პრინციპული საკითხი ჩემთვის, ვინ გასცა ეს ბრძანება. დასკვნაში ასახულია, ვინ გასცა ეს ბრძანება. ბრძანება გასცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, – ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, მეშვიდე მოწვევის პარლამენტში 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა პაატა დავითაიამ განაცხადა.

პაატა დავითაიამ აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე დეპუტატ სოზარ სუბარის კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

კომისიის სხდომაზე სოზარ სუბარმა პაატა დავითაიას კითხვით მიმართა: „ამ დღეებში ჩვენ მოწვეული გვყავს არაერთი ადამიანი, ექსპერტები, თანამდებობის პირები, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც საჯაროდ არაერთხელ უთქვამთ, რომ იმ პერიოდში, როდესაც ოკუპაცია უკვე დაწყებული იყო ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ჯარი შემოსული იყო გვირაბიდან, კოდორის ხეობაზე შეტევა იყო დაწყებული და ჩვენი ჯარი ტოვებდა კოდორის ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა. მსხვერპლის რაოდენობა, რამდენიმე ათეული კაცი, ოთხმოცამდე კაცი სახელდება იმის შემდეგ მოკლული და მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოხდა მათი სათანადო, დროული გაფრთხილება. მსხვერპლი ნაკლები იყო, რადგან იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, თვითონ აფრთხილებდნენ ადამიანებს, მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი, რომელიც ძალიან აქტიურად ვრეკავდი, განსაკუთრებით კოდორის ხეობაში და ლიახვის ხეობაშიც ვეუბნებოდი ადამიანებს, რომ საფრთხე არის ძალიან რეალური. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ადამიანი ამის გამო გადარჩა. თუ გიცდიათ კომისიის სხდომაზე ამ საკითხის წამოწევა და პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა, რატომ არ მოხდა ამ ადამიანების გაფრთხილება? რატომ არ არსებობდა ევაკუაციის გეგმა, მით უმეტეს, ვიცით, რომ, პრაქტიკულად, თითქმის ერთი თვით ადრე იყო დაწყებული ცხინვალიდან ქალებისა და ბავშვების გაყვანა? ანუ, სავარაუდოდ, რაღაც გეგმა არსებობდა. თუ ეს გეგმა არსებობდა, რატომ არ იცოდა ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ და თუ იცოდა, რატომ არ იღებდა შესაბამის ზომებს?“

პაატა დავითაიას თქმით, მისთვის პრინციპული საკითხი იყო კოდორის ხეობა.

„რაც შეეხება კოდორის ხეობას, როგორც თქვენთვის არის ახლო ეს ხეობა, კოდორის ხეობა არის გულრიფშის რაიონის ნაწილი და ამ რაიონის მცხოვრები ვარ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან პრინციპული საკითხი იყო კოდორის ხეობა. რაღაც ნაწილში გრიფით საიდუმლოა, რაღაც ნაწილში – არ არის. არ მახსოვს ეს ნაწილები, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ყველას ვუსვამდი კითხვას, როგორ მოხდა კოდორის ხეობიდან გამოყვანა. ეს იყო პრინციპული საკითხი ჩემთვის. ვინ გასცა ეს ბრძანება? დასკვნაში ასახულია, ვინ გასცა ეს ბრძანება. ბრძანება გასცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, რაც პირდაპირ წერია დასკვნაში. ის მოტივირებული იყო რაღაც ალყის თემიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, კოდორის ხეობა ალყაში მოქცეულიყო ზუგდიდიდან – ვინაიდან ზუგდიდიდან შემოსვლა მოხდა რუსული ჯარების, იქიდან მოხდებოდა ასვლა. ეს არის ჩვენებებში მის მიერ მიცემული. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩემთვის პრინციპული იყო ცოდნა, ვინ გასცა ეს ბრძანება. ოთხმა მინისტრმა ვერ გასცა ამას პასუხი, ბატონმა მერაბიშვილმა გასცა პასუხი. რაც შეეხება გაფრთხილების თემებს, ეს რეკომენდაციებში ჩაიწერა, რომ, ასე ვთქვათ, ასეთი რაღაცები აღარ იყოს. სამოქალაქო თავდაცვაზეა ლაპარაკი. მაგალითად, მთელი თავი მივუძღვენით ამ თემებს. ეს მოიცავდა ყველა მიმართულებას, არა მარტო კოდორის ხეობაზეა ლაპარაკი, არამედ ლაპარაკია მთლიან მასშტაბზე, საქართველოს მასშტაბზე“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი