უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ოქტომბერი, 2018 13:35
font-size

ყველას მოვუწოდებ, ყველამ ექიმების აზრს მოვუსმინოთ - თეა წულუკიანი ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, მსჯავრდებულის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ არ სურს სამედიცინო თემებზე მას უფრო სერიოზულად უსმენდნენ, ვიდრე მერაბიშვილის მკურნალ ექიმებს.

წულუკიანის ინფორმაციით, მათ ექიმებს სთხოვეს, მერაბიშვილის სისხლის ნიმუშები გააგზავნონ საზღვარგარეთ მოწამვლის გამოსარიცხად.

„ყველას მოვუწოდებ, გუშინ, როდესაც შედგა „მედიქლაბში“ მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ექიმების კონსილიუმი, მათ აზრს მოვუსმინოთ ყველამ. მათი აზრი არის შემდეგი, რომ იმის საპირისპიროდ, რასაც აცხადებენ ადვოკატები, სახეზე არ არის დამბლური პროცესები და დამბლა, რომ სიმსივნური პროცესები გამორიცხულია. ასევე, ექიმების აზრით, გამორიცხულია ინტოქსიკაცია ან მოწამვლა. მაგრამ ჩვენ მაინც მათ ვთხოვეთ, რომ საზღვარგარეთ გადაგზავნილიყო სისხლის ნიმუშები, რათა ასევე გამოირიცხოს მოწამვლის თეორია, რომელიც ადვოკატებს აქვთ. შესაბამისად, მინდა უპირველეს ყოვლისა, მშობლებს, ოჯახს მივულოცო, რომ მსჯავრდებული არის იმ სიმპტომების ნაწილში, რაც მას აწუხებს. ეს არის სუნთქვითი პრობლემა, ქუთუთოს ანთება და სხვა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა უმჯობესდება და ის გამოჯანმრთელების გზაზეა.

„მე მას მხოლოდ ჯანმრთელობას ვუსურვებ და რა თქმა უნდა, ჩვენი პრინციპი დარჩება იგივე – პატიმარს როგორც კი გაუჩნდება რაიმე პრობლემა, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სასჯელაღსრულების საავადმყოფოში ან სამოქალაქო კლინიკაში გადავიყვანოთ იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს დასჭირდება“, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხს, თეა წულუკიანის თქმით, ეს საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

გუშინ ვანო მერაბიშვილის მკურნალმა ექიმმა ელენე ხურციძემ თქვა, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ექიმის თქმით, სიმსივნე გამოირიცხა და ამ დროისთვის ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე მუშაობენ. ექიმის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით „მედიქლაბში" ექიმების კონსილიუმი შეიკრიბა.

დღეს ვანო მერაბიშვილმა კლინიკა „მედიქლაბი“ დატოვა. ის ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი