პოლიტიკა
ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე
ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს. ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში მოქმედებს კონსტიტუციური წესრიგი.
„მე მახსენდება გერმანული საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი პრეცედენტი, გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აიკრძალა არა, როგორც ასეთი, პოლიტიკური პარტია, არამედ პარტიასთან მიმსგავსებული წარმონაქმნი, სწორედ იმისათვის, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გამოტანილი იყო ის, რომ არ აღიარებდა გერმანიაში ჩამოყალიბებულ კონსტიტუციურ წესრიგს. შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური პრაქტიკა. ამაზე მეტყველებს საერთაშორისო გამოცდილებაც. ჩვენ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია, სათანადო პრინციპები იყოს დაცული. საქართველოში მოქმედებს კონსტიტუციური წესრიგი, ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს და ვინმე ამას თუ არ აკეთებს, რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


