პოლიტიკა
ყველამ უნდა დაიცვას გუნდურობა და მთავარი წესი, რომ შიდა საკითხები გარეთ არ გამოვიდეს - დიმიტრი ხუნდაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის აზრით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ შეხვედრის დაგეგმვა აუცილებელი იყო, რადგან წლის დასაწყისია და ფრაქციამაც უნდა დაგეგმოს, როგორ იმუშაოს წლის განმავლობაში.
მას არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა მსჯელობა დღეს პარტიიდან ეკა ბესელიას გარიცხვის შესახებ, თუმცა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ფრაქციის წევრები პრობლემურ საკითხებზე აუცილებლად იმსჯელებენ.
„იქნება პრობლემური საკითხების განხილვაც. ვფიქრობ, მთავარი არის ის, რომ ყველამ უნდა დაიცვას გუნდურობა და მთავარი წესი, რომ შიდა საკითხები გარეთ არ გამოვიდეს“, – განაცხადა ხუნდაძემ.
თუმცა კითხვაზე, ვინ დაარღვია გუნდურობის ეს პრინციპები, დეპუტატმა პერსონიფიცირებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გუნდურობის პრინციპები გუნდში ყველა წევრს ეხება.
„პერსონიფიცირებისგან თავს შევიკავებ. კონკრეტული დეტალები ფრაქციაზე იქნება განხილული. გუნდის მთავარი წესი - გუნდურობა ეხება გუნდის თითოეულ წევრს. ამიტომ გუნდის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა უნდა იყოს, რომ გუნდის მთავარი წესი იყოს დაცული“,- განაცხადა ხუნდაძემ.
ამ წუთებში ფრაქცია "ქართული ოცნების“ ოფისში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც მმართველი გუნდის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


