პოლიტიკა
ყველაფერზე ხელის მომწერები არიან, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ასიამოვნონ ბიძინა ივანიშვილს - ზალიკო უდუმაშვილი
თბილისის საკრებულოში ერთმანეთს ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ, შედეგად ვერ მოხერხდა სხდომის დაწყება, რომელზეც უნდა განეხილათ ბიძინა ივანიშვილისთვის ტერიტორიების გადაცემის საკითხი სიმბოლურ ფასად.
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პროვოკაცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა დაიწყეს.
“ყველაფერზე ხელის მომწერები არიან, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ასიამოვნონ ბიძინა ივანიშვილს, ორ ქალაქში ერთად მიიტანეს შეტევა, ორი ქალაქის ბოტანიკურ ბაღებზე, ბათუმში და თბილისში, მაგრამ არ გამოუვა, არ გავატანინებთ ამ წინადადებას, არ მივცემთ თბილისის ტერიტორიას ბიძინა ივანიშვილს. სხდომის ჩაშლა არ გვიცდია, სხდომას შლიან თვითონ, შემოდიან და შეურაცხყოფას გვაყენებენ ქვემოდან, უნამუსოები“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
სხდომათა დარბაზში სიტუაციის გასანეიტრალებლად, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ.
დაპირისპირების გამო „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი და პარტიის მხარდამჭერები თბილისის საკრებულოს სხდომიდან გააძევეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


