სამართალი
ყველაფერს გავაკეთებთ რათა გია ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემა არ მოხდეს - მთავარი პროკურატურა
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, კიევის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ პროცესზე გია ცერცვაძის საქმის არსებითი განხილვა არ მომხდარა, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ სააპელაციო სასამართლოში შესაბამისი დოკუმენტაცის გაგზავნა დააგვიანა.
როგორც მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩილინგარაშვილმა განაცხადა, გია ცერცვაძის საქმის არსებითი განხილვა 3 თებერვალს გაიმართება.
მისი თქმით, იქამდე კი, მთავარ პროკურატურას, უკარინელ კოლეგებთან კვლავაც მუდმივი კონტაქტი ექნება, რათა არ მოხდეს გია ცერცვაძის იმ სახელმწიფოსთვის გადაცემა, სადაც მისი უფლებების დარღვევის არსებითი რისკი არსებობს.
„საქართველოს პროკურატურა დღესაც დაუკავშირდა უკრაინის გენერალურ პროკურატურას და გამოითხოვა ინფორმაცია კიევის სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული პროცესის შედეგების შესახებ. როგორც უკრაინელი კოლეგებისგან ჩვენთვის გახდა ცნობილი, დღევანდელი პროცესი გადაიდო იმ მიზეზით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დროულად ვერ იქნა უზრუნველყოფილი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა კიევის სააპელაციო სასამართლოსთვის. დღევანდელ პროცესზე არ მომხდარა გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვების, თუ მისი შესაძლო გათავისუფლების საკითხის არსებითი განხილვა და მოცემულ საკითხზე კიევის სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს 3 თებერვალს.
საქართველოს მთავარი პროკურატურა კვლავაც მუდმივ კონტაქტზე იქნება უკრაინელ კოლეგებთან და გააკეთებს ყველაფერს, რათა არ განხორციელდეს საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია იმ სახელმწიფოში, სადაც მისი უფლებების დარღვევის არსებითი რისკი არსებობს“,-განაცხადა ჩილინგარაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


