პოლიტიკა
ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავანგრიო ეს სისტემა, ამ სისტემას დავანგრევ კიდეც - მალხაზ მაჩალიკაშვილი
„ჩემ წინააღმდეგაც მიმდინარეობს საქმის ძიება. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სამწუხაროდ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, დღეს, პარლამენტის წინ, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების უფროსმა პირადად აცნობა, რომ 11 იანვარს მისი სასამართლო პროცესი გაიმართება. მაჩალიკაშვილის განცხადებით, მას, ასევე ზაზა სარალიძეს, მის ძმასა და კიდევ ორ პირს სამართალდამცავის შეურაცხყოფას ედავებიან.
„დღეს, პარლამენტთან მოვიდა ვაკე-საბურთალოს განყოფილების უფროსი. გამაფრთხილეს, რომ 11 იანვარს, ჩემი სასამართლო შედგება. საუბარია კარვების დადგმის დროს მომხდარ ამბავზე. კანონით მქონდა მინიჭებული უფლება, რომ კარავი დამედგა, ამის საშუალებას არ მაძლევდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ პროვოკაციაზე წამოვეგეთ მე და ზაზა სარალიძე. ზაზა ცუდად რომ გახდა, კრუნჩხვები რომ დაემართა, იქ გამწარებულმა, მგონი, შევაგინე, არც ვიცი. არც შეგინება და არც უწმარწური სიტყვების ხმარება ჩემს ლექსიკონში არ შედის. შეიძლება იქ რაღაც წამომცდა. აქედან გამომდინარე, სასამართლო მედავება. იმას კი არ ედავებიან, რატომ არ აძლევდით ამ ადამიანებს კარვების დადგმის უფლებას, როცა ამის სრული უფლება ჰქონდათო.
ამათი გაგზავნილი ფაილების მეშვეობით ევროპაში არ შემიშვეს, გერმანიიდან დამაბრუნეს. ახლა ეცდებიან ან პირობითი, ან რაღაც მომცენ. სულ ფეხებზე მკიდია, რაც უნდა, ის გააკეთონ, მე მაინც გავიტან ამ სიმართლეს და მაინც დავადგენ სიმართლეს ჩემი იურისტების, ჩემი ქართველი ერის თანადგომით. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავანგრიო ეს სისტემა. ამ სისტემას დავანგრევ კიდეც“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


