პოლიტიკა
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო ტრამპის შერჩევითი ჩარევის არეალში მოხვდეს - ვახტანგ მაისაია
ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეიცვლება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ამერიკა შერჩეული ჩარევის სტრატეგიას დაუბრუნდეს. ამის შესახებ მაისაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს შერჩეული ქვეყნების სიაში მოსახვედრად.
„ამერიკის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, წესით, არ შეიცვლება, რადგან ამერიკას აქვს ვადებულება თუნდაც სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში. საქართველო გამოცხადებულია, როგორც ღერძული სახელმწიფო და ბუნებრივია, ამერიკა თავის მოკავშირე ქვეყანაზე ასე ერთი ხელის მოსმით ხელს არ აიღებს და დონალდ ტრამპიც ამ ფაქტორს ასე იოლად არ შეცვლის. იმედს ვიქონიებ, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდება და კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს, თუმცა, პირველი ორი წლის განმავლობაში ამის იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს, იმიტომ, რომ ის რეალურად დაიწყებს ნეოიზოლაციური საგარეო კურსის გატარებას. თუმცა, ამერიკა ალბათ დაუბრუნდება შერჩეული ჩარევის სტრატეგიას. იგულისხმება, რომ ტრამპი შერჩევის საფუძველზე ჩაერევა კონკრეტულ რეგიონებში და არა ისე, როგორც ამას ობამა ახორციელებდა გლობალურად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შერჩევითი ჩარევის პრინციპის არეალში მოხვდეს საქართველო. ეს უკვე ჩვენი ხელისუფლებისა და ქვეყნის მთავარი მიზანია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


