უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 იანვარი, 2026 14:59
font-size

ყველაფერი შეზღუდული მაქვს და სასამართლომ მითხრას, რომ მიცვალებული ვარ - ტელეფონი არა, შვილები არა, ვერ გავიგე, მკვლელი ვარ? - ლევან ხაბეიშვილი

ყველაფერი შეზღუდული მაქვს და სასამართლომ მითხრას, რომ მიცვალებული ვარ - ტელეფონი არა, შვილები არა. ვერ გავიგე, მკვლელი ვარ? მოვდივარ ყოველთვის მშვიდად და პროკურორი ყოველ ჯერზე პროვოცირებს, ხან ჩემი მოსმენა არ უნდა - უნდა რომ ციხეში ვიყო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ამით ხაბეიშვილმა უპასუხა პროკურორის, ბექა ხუნაშვილის რეპლიკას, რაც მოყვა დაკავებული პოლიტიკოსის თხოვნას, სასამართლოს მისთვის სიტყვის თქმის საშუალება მიეცა. ხაბეიშვილის მიერ აღნიშნული თხოვნის გაჟღერების მერე, პროკურორმა აღნიშნა: „პოლიტიკურ განცხადებებს უნდა ვუსმინოთ?!“

ხაბეიშვილის თქმით კი, ზემოაღნიშნულით, პროკურორი „სასამართლოს კომპეტენციაში ჩაერია“.

„ჩემს შვილებს რატომ არ უშვებთ ჩემთან ციხეში? პროკურორი სასამართლოს კომპეტენციაში რატომ ერევა? შეზღუდული მაქვს ყველაფერი. პოლიტიკოსი ვარ და პოლიტიკური განცხადებების გამო ვარ დაკავებული.

ყველაფერი შეზღუდული მაქვს და სასამართლომ მითხრას, რომ მიცვალებული ვარ. ტელეფონი არა, შვილები არა. ვერ გავიგე, მკვლელი ვარ? მოვდივარ ყოველთვის მშვიდად და პროკურორი ყოველ ჯერზე პროვოცირებს, ხან ჩემი მოსმენა არ უნდა. მას უნდა რომ ციხეში ვიყო. კრიმინალივით რომ ყველაფრის უფლება შემიზღუდეთ, სიტყვა მათქმევინეთ კაცო, ადამიანი არ ვარ? მას არ აქვს უფლება სასამართლოს კომპეტენციაში ჩაერიოს.

ჩემი საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ განცხადებებზე. არავინ მედავება ჩუმად რამის გაკეთებას, მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებას. ჩემი მოწმეები არ მოჰყავთ.

გდდ-ის სამი დანიშნული მოწმეა, რომელიც ამბობს, რომ შეურაცხყოფა მივაყენე ჩემი განცხადებით. მეექვსე თვეა ტყვეობაში ვარ და ისინი აქ არ მოუყვანიათ. მოვიდეს და თქვას, რა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. ლამის ინვალიდი დამტოვა და ჯანმრთელობის მილიონი პრობლემა მაქვს.

საქმეზე არ ვლაპარაკობ? ემოციას მიკრძალავს [პროკურორი]? თქვენს საქმეში მე არ ვერევი, მაგრამ მაქვს უფლება, რომ შევაფასო? პროკურორი იმაზე ბრაზობს, რომ სამართლიანად ვაფასებ, აბა, მე მკითხოს რას ვფიქრობ, რომ უსამართლოდ ვარ აქ.

საქართველოს სახელით მიყენებთ ბრალს, ამიტომ ხალხმა უნდა იცოდეს, ამ ხნის განმავლობაში ერთი მოწმე ვერ მოიყვანეს აქ, სხვა ბუნებაში არ არსებობს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

თავის მხრივ, პროკურორმა ხაბეიშვილის სიტყვის პარალელურად აღნიშნა: „აი, ამის თავიდან აცილება მინდოდა, აქ თეატრი კი არ არის“.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი