პოლიტიკა
ყველაფერი კონსტიტუციის დონეზე ვერ მოწესრიგდება და ვმუშაობთ, რომ პრაქტიკა დავხვეწოთ - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის კომუნიკაცია დასახვეწია.
როგორც კობახიძემ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას განაცხადა, პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კონსტიტუციით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა გამარტივებულია, რაც მთავარი საკვანძო ხარვეზი იყო და ეს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსზე დადებითად აისახება.
,,ეს პარლამენტის მუშაობას განსაკუთრებით გაამარტივებს. კონსტიტუციით ყოველწლიური ანგარიშგების წესი შემოდის და პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე ყოველწლიურად ანგარიშით წარდგება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
ყველაფერი კონსტიტუციის დონეზე ვერ მოწესრიგდება და ვმუშაობთ, რომ პრაქტიკა დავხვეწოთ. პრაქტიკა აუცილებლად დასახვეწია, მათ შორის უფრო აქტიური კომუნიკაცია უნდა იყოს მთავრობასა და პარლამენტს შორის. ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობები სამი წლის თავზე სხვა ხარისხში იქნება აყვანილი“, – დასძინა კობახიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


