უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 აპრილი, 2025 17:06
font-size

ყველა წავიდეს და მიხედოს თავის ქვეყანას, პარლამენტს და კანონებს, ჩვენ როგორმე მივხედავთ ამ ქვეყნის მომავალს და დავიცავთ მშვიდობას - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, უცხოური ორგანიზაციების დაფინანსებით, საქართველოში რევოლუციური სცენარის მოწყობის არაერთი მცდელობა იყო.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, თუ ვის რა ინტერესი და სურვილი აქვს საქართველოსთან მიმართებაში.

„მთელი ამ წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმისთვის, რომ შეექმნათ აგენტურული ქსელი. რატომ იქმნებოდა ეს ყველაფერი? თუ ვერ მოხდებოდა მათი ინტერესების გატარება, ამ ადამიანებს გამოიყვანდნენ ქუჩაში. არაერთი მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალების, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამხობის. გადავხედოთ ისტორიას – ხან იყო არასამთავრობო ორგანიზაციების რევოლუციური სცენარი; ჟურნალისტების რევოლუციური სცენარი; ე.წ. პოლიტიკოსების და ბოლოს – საზოგადოებრივი დაჯგუფების. უამრავი სცენარი იყო წარმოდგენილი და ის თანხები, რომლებიც ამ აგენტურულ ქსელში შემოდიოდა, იხარჯებოდა იმისთვის, რომ მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ ქართველი ხალხი გონიერია და ყველაფერს ხედავს, თუ ვის რა ინტერესი აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო და ქვეყნის მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ქართველებმა უნდა დაიცვან.

„ის, რაც უკრაინაში მოხდა, უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესში შედიოდა? სრული კატასტროფა მოხდა. ჩვენ, სამწუხაროდ, გამოვიარეთ ეს უბედურება 2008 წელს. მალე დასრულდა ეს ყველაფერი და დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელებულა ის უბედურება, რაც მივიღეთ – დავკარგეთ ტერიტორიები, სოფლები. გვქონდა განადგურებული ინფრასტრუქტურა, დავკარგეთ გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა. ის, რაც 2008 წლის ომის დროს გვახსოვს ყველას, უკრაინაში იყო უფრო დიდ მასშტაბებში და რამდენიმე წელი გაგრძელდა. ამიტომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესი რეგიონთან, საქართველოსთან მიმართებაში. ყველას აქვს თავისი ინტერესი. ჩვენ უნდა ვიყოთ პირველები – პოლიტიკოსები, რომელთაც გვირჩევს ხალხი, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და გავატაროთ მისი ინტერესები. არც ამერიკელი ჩამოვა აქ იმისთვის, რომ შენი ქვეყნის ინტერესები დაიცვას, არც ევროპელი, ჩვენ – ქართველებმა უნდა დავიცვათ ჩვენი სამშობლო, ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე და მისი მომავალი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა ყველასთვის თვალსაჩინოა.

„აბსოლუტურად მესმის, რადგან ძალიან, ძალიან თვალსაჩინოა ის შემოტევები და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში პირდაპირ ჩარევა. ყველა წავიდეს და მიხედოს თავის ქვეყანას, თავის პარლამენტს და კანონებს. ჩვენ როგორმე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, მივხედავთ ამ ქვეყნის მომავალს, დავიცავთ მშვიდობას და მოვახდენთ ქვეყნის განვითარებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი