პოლიტიკა
ყველა საკითხში, რომელზეც ისინი საუბრობენ, მართალი ვარ და ტყუილად მწამებენ ცილს - დავით ქევხიშვილი
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ამ ეტაპზე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
როგორც ქევხიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძიუდოს ნაკრების წევრების მიერ მის მიმართ წამოყენებული ბრალდებები ცილისმწამებლურია.
მისი თქმით, ის ამ ეტაპზე საერთოდ არ ფიქრობს თანამდებობის დატოვებაზე და სიმართლის დამტკიცებას ეცდება.
“თანამდებობას, ბუნებრივია, არავინ არის გამოკიდებული. თუმცა სპორტსმენების რაღაც ჯგუფი უსაფუძვლოდ ითხოვს ამას. რაც თვითონ სახელმწიფოსა და სისტემისთვის არ არის სწორი. ყველა საკითხში, რომელზეც ისინი საუბრობენ, მართალი ვარ და ტყუილად მწამებენ ცილს. ჩემი მხრიდან, მათთან მიმართებაში მხოლოდ გვერდში დგომა და პატივისცემა იყო გამოხატული. კარგია, რომ გაირჩეს მტყუან-მართალი და კონკრეტული ფაქტები მითხრან, თუ რაში ვუშლიდი ხელს, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ”, - განაცხადა ქევხიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


