კომენტარი
ყველა პარტიის ლიდერი უნდა გადიოდეს ფსიქიატრიულ შემოწმებას: ირმა ინაშვილი - შალვა ნათელაშვილს პასუხობს
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი, „ლეიბორისტული პარტიის“ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ინაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, მას არასდროს გაუცია პასუხი ნათელაშვილისთვის, თუმცა ამიერიდან „არც ერთი შენი ბოდვა არ დარჩება უპასუხოდ“.
„კეთილი რჩევა შალვა ნათელაშვილს: ა) შალვა, შენნაირი გამოცდილი პოლიტვაჭარი რომ სხვებზე საუბრობ, სასაცილოა. ბ) არასდროს გამიცია შენთვის პასუხი, მამაჩემის პატივისცემის გამო, რომელიც ახლოს გიცნობდა, მაგრამ ყველა ზღვარს გადააბიჯე. ახლა იცოდე, არც ერთი შენი ბოდვა არ დარჩება უპასუხოდ. გ) პოლიტიკა არაა ცირკი, სადაც შენ ჟონგლიორობ 20 წელია. პოლიტიკა პროცესია, ბრძოლაა, სტრატეგიაა და ტაქტიკაა, რაც შენ მხოლოდ ბრიფინგი და ცირკი გგონია. შენი შექმნილი ერთი პოლიტიკური პროცესი გამახსენე, ძალიან დამავალებ, მაგრამ ჟონგლიორებს მხოლოდ ბავშვების გართობა შეუძლიათ და არა სერიოზული პოლიტიკის წარმოება. ე) ჩემი აზრით, ყველა პარტიის ლიდერი უნდა გადიოდეს ფსიქიატრიულ შემოწმებას. განსაკუთრებით, არჩევნების წინ და შემდგომ პერიოდში. ვ) დამშვიდდი, შალვა და მიხვდი, რომ ამდენი ბოდვა მავნებელია ხორცისთვისაც და სულისთვისაც“,-დაწერა ინაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


