უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ივნისი, 2020 15:55
font-size

ყველა მოქალაქემ, ტემპერატურის ან სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე, უნდა მიმართოს ექიმს, რათა კოვიდ-19-ზე PCR ტესტი ჩაუტარდეს - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ფონზე, შესაბამის უწყებებს ტესტირებების გაფართოებას ავალებს, - გიორგი გახარიამ ამ თემაზე დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის ინფექციის ცირკულირებისა და ამკრძალავი ღონისძიებების შემსუბუქების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას. ამ მიზნით, ყველა მოქალაქემ, მომატებული ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელებისა და სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს 112-ს ან ოჯახის ექიმს, რათა კოვიდ-19-ზე ლაბორატორიულად, PCR ტექნოლოგიით კვლევა ჩაუტარდეს.

11 ივნისის მდგომარეობით, ინფიცირების 6 ახალი შემთხვევიდან, 4-ის წარმომავლობა ცნობილი არ არის, რაც განსაკუთრებული სიფრთხილის საფუძველია, შესაბამისად მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას საჭირო ზომების ზედმიწევნით დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა და ეკონომიკის ამუშავება არ უნდა გახდეს მოდუნების საფუძველი და საბაბი ილუზიის შექმნისა, რომ ვირუსი დამარცხებულია. სამუშაო შეხვედრისას განიხილეს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც ეპიდემიოლოგიური აფეთქება მეორედ მოხდა. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი გლობალური პანდემიის დაძლევის პროცესში ერთობლივი მოქმედებისა და საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან განიხილა როგორც ცხელების კლინიკებსა და 112-ზე შესულ ზარებთან დაკავშირებული მდგომარეობა, ასევე ტესტირების მაქსიმალურად გაფართოების რესურსები.

აღინიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში 18 ლაბორატორია აკეთებს PCR ტესტებს, ივლისში კი ეს რიცხვი 24-მდე გაიზრდება. დღეს ტესტირებების საშუალო დღიური მაჩვენებელი 1500-ია, უახლოეს პერიოდში ეს რიცხვი 4500-მდე გაიზრდება, ხოლო შემოდგომისთვის ტესტირების დღიური რაოდენობა 6000-8000-ს მიაღწევს. ამ ეტაპზე, შესაძლო შემთხვევებთან ერთად, ტესტირება ჩაუტარდება მთელ რიგ ჯგუფებს, რომლებიც მთავრობის დადგენილებით უახლოეს პერიოდში განისაზღვრება.

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ტესტების მარაგები პერიოდულად იზრდება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას აძლიერებს.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი