პოლიტიკა
ყველა მინუს ივანიშვილი - ოპოზიციური პარტიები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით კონსულტაციას მართავენ
„ყველა მინუს ივანიშვილი“ – „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის მონაწილეობით კონსულტაციების პირველი რაუნდი მიმდინარეობს.
ოპოზიციური სპექტრი ვადამდელი არჩევნების ჩატარებისა და საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ერთიანდება.
პოლიტიკური კონსულტაციების პარალელურად, პარტიები სარჩელის შეტანასა და არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნას გეგმავენ.
„საარჩევნო გარემო, საარჩევნო კოდექსი უნდა შეიცვალოს. უნდა შემუშავდეს თამაშის წესები, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის. საუბარია საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე. ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ თუ კოდექსი არ შეიცვალა, ამ კოდექსითა და ცესკოთი არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს“, -განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა პაატა დავითაიამ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას მტკიცებით, საარჩევნო გარემოს ცვლილება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა უნდა იყოს.
„აუცილებელია ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაც საფუძველი იქნება არსებული რეჟიმის დემონტაჟისა. ეს შესაძლებელია, თუ მოხდება საარჩევნო გარემოს ცვლილება“, -აღნიშნა გუგავამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


