პოლიტიკა
ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე - ირაკლი კობახიძე
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რეკომენდაცია, რომელიც მოგვცა სტრასბურგის სასამართლომ - ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამეგრელოში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა.
„ჩვენ ამ შემთხვევაშიც უნდა გადავუხადოთ მადლობა სტრასბურგის სასამართლოს, რომელმაც მოითხოვა დამატებით 20 ივნისის საქმის გამოძიება. გახსოვთ, როგორიიყო ამ გამოძიების პოლიტიკური კონტექსტი. თავის დროზე აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის ზეწოლით და ევროკავშირის ჩინოვნიკების ზეწოლით ჩვენ მოგვიწია ამნისტიის კანონის მიღება, რომლითაც სასჯელი არსებითად არ ვრცელდებოდა ორ მხარეზე- ერთი იყო ის მხარე, რომელიც აწყობდა დანაშაულებრივ შტურმს საქართველოს პარლამენტზე და ცდილობდა, დაემხო ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი და მეორე მხარეს ამნისტიის კანონი არსებითად გავრცელდა იმ ადამიანებზე, რომლებმაც ძალიან საეჭვო გარემოებებში ისროლეს რეზინის ტყვიები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რეკომენდაცია, რომელიც მოგვცა სტრასბურგის სასამართლომ - რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა ზოგადად მდგომარეობა აქამდე“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


