პოლიტიკა
ყველა მეტ-ნაკლებად საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ ჩემნაირი პოლიტიკოსები საქართველოში არაა - ნინო ბურჯანაძე
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საღად მოაზროვნე მოქალაქეები მისი გამოცდილების გათვალისწინებით მხარს დაუჭერენ. ამის შესახებ მან „რის ნოვოსტისთან“ ინტერვიუში თქვა.
„ყველა მეტ-ნაკლებად საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ ასეთი პოლიტიკოსები, როგორიც მე ვარ, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და შეუძლიათ მიიღონ გადამწყვეტი ნაბიჯები, საქართველოში არაა. ამიტომ სულ უფრო მეტი ადამიანია, რომელიც ხვდება, რომ ჩემი პოზიცია საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე, ნამდვილად პრაგმატული და სწორია. ეს მათ შორის ეხება რუსულ-ქართულ ურთიერთობებს. თუმცა რუსეთი ბევრს არც აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში მეტი პოზიტივი გაჩნდეს ამ ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძემ დაამატა, რომ სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების იმედი არ აქვს. მისი შეფასებით, მთავრობა არაფერს არ აკეთებს საკანონმდებლო ბაზის გასაუმჯობესებლად და სამართლიანი საარჩევნო სისტემის შესაქმნელად. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ექს-პრემიერის , ბიძინა ივანიშვილის უზარმაზარი ფინანსური რესურსები. ბურჯანაძის თქმით, ივანიშვილი ამერიკის საელჩოს მითითებით მოქმედებს. აგრეთვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსულ გამოცემასთან განაცხადა, რომ სიტუაცია შეიძლება შეცვალოს ოპოზიციური პარტიების გაერთიანებით.
„ახლა ყველა რეალური ოპოზიციური პარტია იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასთან ბრძოლა მხოლოდ თავისი ძალისხმევის გაერთიანებითაა შესაძლებელი. და მე ვფიქრობ, რომ ლიდერთა საბჭოს, რომელიც ჩამოყალიბდა თვითმმართველობსი არჩევნების დროს, შეუძლია, ითამაშოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი... ამან შეიძლება, სერიოზულად იმოქმედოს სიტუაციაზე“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძემ ასევე უარყოფითად შეაფასა პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვა. მისი თქმით, „საქართველო არაა ის ქვეყანა, რომელშიც სწორად იმუშავებს საპარლამენტო მმართველობა“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


