უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 აგვისტო, 2025 12:29
font-size

ყველა მასალა ფაქტებზე დაფუძნებით არის წარმოდგენილი - თეა წულუკიანი

საქართველოს პარლამენტში დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა იმართება, რომელზეც კომისიის წევრები დასკვნის პროექტს განიხილავენ და დაამტკიცებენ.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, დასკვნის პროექტი რამდენიმე თავად არის შედგენილი.

„მინდა, საზოგადოებას გავაცნო მთავარი სტრუქტურა. თავი, რომელიც ეძღვნება სასჯელაღსრულებაში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ყველა მასალა ფაქტებზე დაფუძნებით არის წარმოდგენილი; თავი, რომელიც ეძღვნება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ მკვლელობებსა და ძალადობას; თავი, რომელიც ეძღვნება ქონებრივი უფლებების დარღვევასა და ბიზნესის რეკეტს; ცალკე თავია გამოყოფილი მედიის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების და მედიის მესაკუთრეების წინააღმდეგ ტერორსა და მათ უფლებებზე და დარღვევებზე; ასევე არის შედარებით ნაკლები მოცულობის თავი, გასაგები მიზეზების გამო, რომელიც ეძღვნება ჩვენი მოქალაქეების პირადი ცხოვრების დაცულობის ხელყოფის უხეშ ფაქტებს, მათ პირად სივრცეებში ფარული ჩანაწერების კეთებასა და შემდეგ ამ ჩანაწერების შანტაჟისთვის გამოყენების ფაქტებს; ცალკე თავია მიძღვნილი იმ ფაქტებისადმი, რომელიც გამოიკვეთა ყველას თვალწინ ახსნა-განმარტებების შედეგად, იქნებოდნენ ეს გენერლები თუ პირები, მსხვერპლები, ვინც გამოვკითხეთ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით; რასაკვირველია, თავი, რომელიც ეძღვნება ომის პროპაგანდას, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს – ეს არის, სამწუხაროდ, 2012 წლიდან დღემდე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი