პოლიტიკა
ყველა კითხვა დაკავშირებული წინასწარ შეფასებასთან უნდა გადაიჭრას ხელისუფლების მიერ დაუყოვნებლივ - კრისტიან ვიგენინი
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს თავისუფალად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება, მაგრამ ჩვენ უნდა აღვნიშნოთ უარყოფითი ხასიათი საინფორმაციო კამპანიის, რომელიც ძირს უთხრიდა პროცესს, - განაცხადა ეუთო-ს მოკლევადიანი მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა კრისტიან ვიგენინიმ, რომელმაც სპეციალურ პრესკონფერენციაზე საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონიტორინგის შედეგები წარადგინა.
„ეუთო-მ გამოაგზავნა დაახლოებით 200 დამკვირვებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება, მაგრამ ჩვენ უნდა აღვნიშნოთ უარყოფითი ხასიათი საინფორმაციო კამპანიის, რომელიც ძირს უთხრიდა პროცესს. რეგულაციების ნაკლებობა გარკვეულ სამართლებრივ ბუნდოვანებას ქმნიდა. მკაცრი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, რომელმაც წაშალა ხაზი სახელმწიფოსა და პარტიას შორის, მძაფრი პოლარიზაცია, მიკერძოება საჯარო მაუწყებლისგან, ვერ უზრუნველყოფდა ობიექტურობას“,- განაცხადა ვიგენინიმ.
მისი თქმით, არჩევნების დღეს ამომრჩევლის აქტიურობა იყო მაღალი, თუმცა ამან გააძლიერა ეჭვები გარკვეული დაშინების შესახებ.
„არჩევნების დღეს ამომრჩევლებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში და დადებითად შეფასდა ეს პროცესი, თუმცა ამან გააძლიერა ეჭვები დაშინების შესახებ. არჩევნები უნიკალური იყო, არამხოლოდ ორრაუნდიანობის გამო, არამედ ეს ბოლოჯერ ხდება, რომ ქართველი ხალხი ირჩევს სახელმწიფო მეთაურს პირდაპირი და ფარული კენჭისყრის მეშვეობით. ყველა კითხვა დაკავშირებული წინასწარ შეფასებასთან უნდა გადაიჭრას ხელისუფლების მიერ დაუყოვნებლივ. ეს ეხება დაფინანსების წესებს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას. ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს, რომ გაუმჯობესდეს საარჩევნო პროცესი, გაძლიერდეს დემოკრატია ამ ქვეყანაში“,- განაცხადა ვიგენინიმ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


