უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ნოემბერი, 2025 15:47
font-size

ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ კონკრეტული, უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ამას აღარ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში, აქ სახელმწიფო იქნება უკომპრომისო - ირაკლი კობახიძე

ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ კონკრეტული, უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, კონკრეტულად, ხელი შეუშალონ ჩვენს ქვეყანაში სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რომში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ონლაინ მედიების უცხოური ფონებიდან დაფინანსებაზე „იმედის კვირის“ ჟურნალისტურ გამოძიებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის უკან დგას ერთადერთი ინტერესი - რამენაირად სცადონ საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესების შეფერხება, თუმცა ამ კუთხით წარმატება არ აქვთ.

„ეს კოორდინირებული სქემა, პრინციპში, ხელის გულზე დევს, თუმცა კარგია, რომ ჟურნალისტურმა გამოძიებამ კონკრეტული ფაქტები და დეტალები გამოავლინა ამასთან დაკავშირებით. ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ კონკრეტული, უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, კონკრეტულად, ხელი შეუშალონ ჩვენს ქვეყანაში სტრატეგიული პროექტების განხორციელებას, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განხორციელებას. ამის უკან დგას ერთადერთი ინტერესი, რომ რამენაირად სცადონ საქართველოში პროცესების განვითარების შეფერხება, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების პროცესების შეფერხება. ხედავთ, რომ ამ კუთხით მაინცდამაინც წარმატებულები ვერ არიან. ჩვენ, გასული 4 წლის განმავლობაში, გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა - 9.7%, თუმცა რომ არა ასეთი ტიპის აქტივობები, რომ არა უცხოური აგენტურა და მათი საქმიანობა, მათი საბოტაჟი, ბუნებრივია, ზრდის ტემპი იქებოდა უფრო მაღალი. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავუპირისპირდეთ საბოტაჟის ყველანაირ მცდელობას, მათ შორის, უცხოური დაფინანსებით ეკონომიკური საბოტაჟის მცდელობას. აქ სახელმწიფო იქნება უკომპრომისო. სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ ვხედავდით არაერთ ფაქტს, გასული წლებში, როდესაც ხელოვნურად ცდილობდნენ ეკონომიკური პროექტებისთვის დაბრკოლებების შექმნას, ამას აღარ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში. იქნება ეს ენერგეტიკის მიმართულება, სხვა ტიპის ინვესტიციები, ყველა მიმართულებით, რაც სჭირდება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაკეთდება აბსოლუტურად ყველაფერი,“- აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი