სამართალი
ყველა ინვესტორისგან ვინც შემოდის, რჩეულშვილები წილებს ითხოვენ - „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების აქცია სასამართლოსთან
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულების აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები, „ცენტრ პოინტის“ დიღომში არსებული საცხოვრებელი კომპლექსის ეპიზოდზე, სასამართლო პროცესის გადადებას აპროტესტებდნენ.
დაზარალებულების თქმით, პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, რომ საბოლოო შედეგის დადგომა არ მოხდეს.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ დღეს ჩანინუშლი „ბათუმის მაგნოლიის“ ეპიზოდის განხილვაც გადაიდო, ისინი აქციებს პერმანენტულად, უკვე სხვადასხვა ლოკაციებზე გამართავენ.
ამასთან, როგორც მედიასთან საუბარში, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დაზარალებულმა თამარ ფირცხალაიშვილმა განაცხადა, არსებობს ინვესტორი, რომელმაც დადო გეგმა, თუ რა თანხები დასჭირდება „ცენტრ პოინტის“ კონკრეტულ ობიექტებს.
თუმცა, დაზარალებულის თქმით, „ცენტრ პოინტის“ მენეჯმენტი, ყველა ინვესტორისგან წილებს ითხოვს.
„ერთ-ერთი ინვესტორი არსებობს,რომლის სახელს და გვარს არ გვისაჯაროებენ, რომელმაც დადო დაახლოებითი გეგმა ყოველ ობიექტს, თუ რა თანხები დასჭირდება. ამას უნდა ექსპერტიზით გადამოწმება. ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ყველა ინვესტორი ვინც კი შემოდის, რჩეულიშვილები მათ წილებს სთოხვენ, ანუ ისევ წილებში უნდათ ჩაუჯდნენ. ეს კი ჩვენს პრობლემას დროში გაწელავს. დღითიდღე უფრო ვზარალდებით, გვინდა სასწრაფოდ ჩვენი ბინების დაბრუნება“,-განაცხადა დაზარალებულმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, „ბათუმის მაგნოლიის“ ეპიზოდზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელზეც დაცვის მხარე საკუთარ მოწმეებს დაკითხავს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


