სამართალი
ყველა ექიმი ხელს აწერს დასკვნას, რომ მაია რჩეულშვილის მდგომარეობა არის ნამდვილად მძიმე- მარიამ ცუცქირიძე
თბილისის საქალაქო სამართლოში ცენტრ პოინტ ბათუმის მაგნოლიიის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული, ცენტრ პოინტის დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი ვერ ესწრება.
როგორც რჩეულიშვილის ადვოკატმა, მარიამ ცუცქირიძემ პროცესის დაწყებამდე მედიას განუცხადა, მან ჩაფიძის გულის კლინიკიდან რჩეუშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყველა დოკუმენტაცია გამოითხოვა და მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.
ცუცქირიძეს თქმით, მაია რჩეულშვილს მარცხენა ფილტვის სიმსივნე, გულის იშემიური დაავადება და კუჭნაწლავზე სერიოზული პრობლემები აღენიშნება.
„გამოთხოვილი გვაქვს დოკუმენტაცია, სადაც დაზუსტებით ყველა ექიმი ხელს აწერს დასკვნას, რომ მაია რჩეულშვილის მდგომარეობა არის ნამდვილად მძიმე. მას აქვს მარხცხენა ფილტვის სიმსივნე, ასევე გულის იშემიური დაავადება, ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს კუჭნაწლავზე და საერთოდ ზოგადად მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. თუ ობიექტური იქნება მოსამართლე, ყველა შემთხვევაში, ჩვენი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს“,-განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მაია რჩეულიშვილის მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ოჯახი გირაოს სახით სასამართლოს მხოლოდ 50 ათას ლარს შესთავაზებს.
„გირაოს სახით 50 ათას ლარს შევთავაზებთ. იმიტომ რომ ქალბატონი მაიას მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. როგორც იცით ყველა სახსრებს ოჯახი გაიღებს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე 50 ათას ლარს შევთავაზებთ“,-აღნიშნა ცუცქირიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


