პოლიტიკა
ყველა დამსწრე სტრუქტურა მზადაა გამოვიდეს საკუთარი კერძო ინტერესებიდან და სახელმწიფოებრივად იფიქროს - ანა დოლიძე
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები ადასტურებს იმ მზაობას, რომ ყველა დამსწრე სტრუქტურა გამოვიდეს საკუთარი კერძო ინტერესებიდან და სახელმწიფოებრივად იფიქროს, - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ, რომელიც ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გადახედვის მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას დაესწრო.
მისი თქმით, პარლამენტი დაყენებულია იმ რეალობის წინაშე, რომ მან უნდა შეიმუშაოს ახალი მოდელი, რომელიც დააკმაყოფილებს ერთი მხრივ, ჩვენს კონსტიტუციურ წყობას, ადამიანის უფლებებს და ასევე დაიცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.
„პარლამენტის წინაშე დღეს არის ამოცანა, რომ ძალიან ფაქიზი ბალანსი დაიცვას კრიტიკოსებს შორის, რომლებიც ძალიან ლეგიტიმურად აკრიტიკებენ არსებულ სისტემას და ასევე, იმ სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, რომლებიც პირველ რიგში არიან პასუხისმგებელნი მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე. როგორ დაიცავს პარლამენტი ამ ბალანსს, ჩვენ ამას დავინახავთ, ეს არ არის ადვილი ამოცანა და წარმატებას ვუსურვებთ პარლამენტს ამ საქმეში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობისათვის, ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა დახურულ ფორმატში გამართა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ ე.წ. მოსმენების გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოვიდეს და დამოუკიდებელ ორგანოს გადაეცეს. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ სუს-იდან დამოუკიდებელი ორგანოში ე.წ. გასაღების გადატანა იქნება მეტი გარანტი, რომ მისი ფლობა არ გახდეს მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხს ეხება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


