უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 აპრილი, 2025 12:01
font-size

`ყვარლის ბაგა` მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს

"ყვარლის ბაგა" მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს - ინფორმაცია bm.ge-ის რედიქს ჯგუფში დაუდასტურეს.

"რძის ლაბორატორიის" მიერ გავრცელებული განცხადება შემდეგია:

‘’ყვარლის ბაგამ“ მიიღო გადაწყვეტილება გამონაკლისის სახით მოაწყოს ღია კარის დღეები, რომელიც ჩატარდება მიზნობრივი აუდიტორიებისთვის, მათ შორის:

  • კულინარიისა და კვების მრეწველობის პროფესიონალები;
  • სამედიცინო და კვების ექსპერტები;
  • სოფლის მეურნეობის და სურსათის უვნებლობის სპეციალისტები;
  • მედიის წარმომადგენლები;
  • განათლების სექტორი;
  • მასწავლებლები, მშობლები, ბავშვები და ახალგაზრდები;
  • საცალო და სავაჭრო ქსელის წარმომადგენლები;
  • რძის პროდუქტების მომხმარებლები.

დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და დაათვალიერონ ფერმა:

  • პირუტყვის სადგომები – მეწველი ძროხები, ხბოები და უშობელები;
  • კვება და ლაბორატორია – საცავი ბუნკერები, ინგრედიენტების ხარისხი და შენახვის პირობები;
  • წველის პროცესი – საწველი დარბაზი, ჰიგიენა და საცავი რეზერვუარები.- სამშობიარო და ახალშობილთა ზონა – როგორ ხდება მცირე ასაკის ხბოების მოვლა.

ყვარლის ბაგა არის რძის წარმოების ევროპული სტანდარტების დამნერგავი საქართველოში. ბაგას ქართველი თუ ევროპელი გუნდის წევრები მზად არიან ამ თემებზე ღიად სასაუბროდ", - წერია განცხადებაში.

„რადიო თავისუფლებისმიერ 31 მარტს გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიით გაირკვა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“, რომელსაც ათასობით ძროხა ჰყავს, საქონლის გამოსაკვებად ქათმის სკინტლს იყენებდა. სასამართლოს მასალების მიხედვით, ერთი ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა. „ყვარლის ბაგის“ რძეს ყიდულობენ „სანტე“, „სოფლის ნობათი“, „აგროჰაბი“ და „ყვარლის ბაგის“ შვილობილი „რძის ლაბორატორია“.

ძროხების ქათმის ნაკელით გამოკვებაზე „რადიო თავისუფლებისთვის“ ცნობილი არ გახდებოდა, რომ არა „ყვარლის ბაგის“ მიერ „ჩირინას“ („ბიუ-ბიუს“) წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა - რძის მწარმოებელი კომპანია სკინტლის გამყიდველს 2018-19 წლებში 200-მდე ძროხის დახოცვაში ადანაშაულებდა - ამტკიცებდა, რომ ნაყიდ ნაკელში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი